მკრთალი ტრეპონემა

მკრთალი ტრეპონემა (ლათ. Treponema pallidum) – გრამუარყოფითი სპიროქეტების გვარი. აღმოჩენილია 1905 წელს გერმანელი მიკრობიოლოგის ფრიც შაუდინის  (Fritz Richard Schaudinn, 1871—1906) და ერიხ ჰოფმანის მიერ (Erich Hoffmann, 1863—1959). ცნობილია 4 ქვესახეობა. ყველა ადამიანისათვის პათოგენურია:
T. pallidum pallidum — სიფილისის აღმძვრელი
T. pallidum pertenue — ფრამბრეზიის აღმძვრელი
T. pallidum carateum — პინტის დაავადების აღმძვრელი
T. pallidum endemicum — ბედჯელის აღმძვრელი (ეპიდემიური სიფილისი)
T. pallidum – არის ვენერიული დაავადების სიფილისის აღმძვრელი. ცნობილია დედიდან ნაყოფზე გადაცემის შემთხვევები. T. Pallidum-მა შეიძინა მრავალი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა, მათ შორის მაკროლიდების, ნაწილობრივ აზიტრომიცინის მიმართ. T. Pallidum-ის ლიპოპროტეინები, გავლენას ახდენენ ინფექციური პროცესის მსვლელობაზე, ბაქტერიებს შეუძლიათ ენდოთელის უჯრედშორის არეში შეღწევა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.