ადენოფორტი ინექცია – ADENOFORT injection

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ადენოფორტი ინექცია – ADENOFORT injection-ის შემადგენლობა: ინექცია შეფუთულია ორ ორმაგ ამპულად;


ადენოფორტი ინექცია – ADENOFORT injection აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ყოველიმლიანი ამპულა შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტებს: ციანკობალამინს (USP) 1000მკგ
არააქტიურ ინგრედიენტებს:
მეთილპარაბენი (BP) 1,49 მგ
პროპელ პარაბენი (BP) 0,2მგ
ნატრიუმის ქლორიდი (USP) 8 მგ
წყალი ინექციისათვის (USP) 1მლ

ყოველიმლ ამპულა შეიცავს:
ადენოზინ ტრიფოსფატი (MS) 10მგ
თიამინის   HCl (USP) 100მგ.
პირიდოქსინის   HCl (USP) 100მგ.
ნიკოტინამიდი (BP) 60მგ

არააქტიური ინგრედიენტები:
ბენზილის სპირტი (MS) 40მგ
მანიტოლი (BP) 50მგ
დიეთანოლამინი HCl (USP) 25მგ
წყალი ინექციისათვის (USP) 2მლ

აღწერილობა:
B1, B6 და B12 ნეიროტროპული ვიტამინების კომბინაცია. ადენოზინ ტრიფოსფატსა და ნიკოტინ ამიდთან ერთად. ადენოფორტი გამოიყენება როდესაც წყალში ხსნადი ვიტამინების ნაკლებობაა ან მათზე მოთხოვნაა გაზრდილი.

მოქმედება:
ვიტამინები: B1, B6 და B12 და ატფ აუცილებელია ნორმალური მეტაბოლიზმის მიმდინარეობისათვის. განსაკუთრებით ნერვულ უჯრედებში.
ATP–ს კომბინაცია 3 ვიტამინ B ფაქტორთან ხშირად მნიშვნელოვან თერაპიულ ეფექტს განაპირობებს. იგი განსაკუთრებით ეფექტურია მწვავე შემთხვევებში, როდესაც სასურველია სწრაფი შედეგი.

ადენოზინ ტრიფოსფატი
წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს და ამ მიზეზით ატფ ჩვეულებრივ ენერგიის აკუმულატორად (დამგროვებლად) მიიჩნევა. იგი ორგანიზმს ამარაგებს ფოსფორის მჟავით, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთების შეკუმშვისათვის, განსაკუთერებით გულის კუნთის შემთხვევაში. ატფ ხელს უწყობს ცხიმებისა და ვიტამინების ტრანსფორმაციას (გარდაქმნას) მათ აქტიურ ფორმად. ატფ ასევე მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, მოქმედებს უშუალოდ კუნთებზე, არტერიულ სისტემაზე, ვაზომოტორულ ცენტრებზე ზემოქმედების გარეშე. მას გააჩნია უშუალო მასტიმულირებელი მოქმედება თირკმელზედა ჯირკვალის ქერქზე, რითაც ხელს უწყობს სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზს, ატფ მოქმედებს, როგორც ცხიმის მეტაბოლიზმის კატალიზატორი, მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება ვიტამინ B–კომპლექსთან ურთიერთობაში.

ჩვენებები:
ნევრიტი და სხვადასხვა გენეზის ნევრალგიები, ტოქსიკური და არატოქსიკური წარმოშობის პოლინევრიტი, რადიკულიტი, ლუმბაგო; მიალგია, იშიალგია, ბურსიტები და ტენდინიტები: პერნიციოზული ანემია, ალკოჰოლური პერიფერიული ნევრიტი. დიაბეტური ნევრიტი, ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:
შეჰყავთ კუნთებში თითოეული ამპულა ცალ–ცალკე 10 ინექცია 2–3 დღიანი ინტერვალით. შემდგომში 1 ინექცია 1–2 თვეში ერთხელ.

უკუჩვენებები:
* იგი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანკობალამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
* არ უნდა გამოიყენონ პაცოენტებმა, რომელბიც იტარებენ ლევოდოპით თერაპიას.

გვერდითი ეფექტები:
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინისა და ციანკობალმინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის მიზანშეწონილი სასიცოცხლო ჩვენების გარდა.
სიფრთხილე: ერთ შპრიცში მოხვედრა (ვიტამინ B1+ B6+ B12) თავიდან უნდა იქნას აცილებული შესაძლო ალერგიული რეაქციების და მათ მოქმედების ურთიერთინაქტივაციის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპას თერაპიულ ეფექტს, თუ პაციენტს ასევე მიღებული აქვს დოპადეკარბოქსილაზას იჰიბიტორი. ნეომიცინმა, ქლორამფენიკოლმა, ამინოსალიცილის მჟავამ და ჰისტამის H2–ბლოკატორმა შესაძლოა შეამციროს მისი შეთვისების უნარი.

შენახვის პირობები: ინახება: +80C       +150C ტამპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:2 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: Star Laboratories (Pvt) Ltd., პაკისტანი.

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook