გამა-პროტეობაქტერია (ლათ. Gammaproteobacteria) – პროტეობაქტერიების ტიპის გრამუარყოფითი ბაქტერიების კლასი. მათ მიეკუთვნება ზოგიერთი სამედიცინო მნიშვნელობის ჯგუფი. მაგალითად, Enterobacteriaceae, Vibrionaceae და Pseudomonadaceae-ს ჯგუფები. ადამიანის პათოგენური სახეობებიდან აღსანიშნავია: Salmonella spp. (ენტერიტი და მუცლის ტიფი), Yersinia pestis (შავი ჭირი), Vibrio cholerae (ქოლერა), Pseudomonas aeruginosa (ფილტვების დაავადების გამომწვევი ჰოსპიტალური შტამი, გვხვდება მუკოვისციდოზით დაავადებულებში) და Escherichia coli (კვებისმიერი ტოქსიკოინფექცია).
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.