ვოლბახია

ვოლბახია
(ლათ. Wolbachia) – გრამუარყოფითი, პლეომორფული ბაქტერიების გვარი. ოჯახი Anaplasmataceae. კლასი α-პროტობაქტერიები. ფეხსახსრიანების და ნემატოდ-ფილარიების ობლიგატური შიდაუჯრედული სიმბიოტები. პირველად აღმოჩენილია 1924 წელს ჩვეულებრივ კოღოში, მარშალ ჰერტიგის და სიმეონ ბურტო ვოლბახის მიერ. ფორმალურად აღწერილი იყო ჰერტიგის მიერ 1936 წელს და უწოდა მისი კოლეგის სახელი. ტიპური და პირობითად ერთადერთი სახეობა არის – Wolbachia pipientis. ვოლბახიას გააჩნია, ორმაგ ლიპიდური მემბრანა და ამიტომ იღებება გრამის მიხედვით უარყოფითად. აღწერილია ვოლბახიას სამი ფორმის უჯრედი: მცირე ჩხირები (სიგრძე 0.5-1.3 მკმ), კოკოიდები (0.25-1 მკმ) და მსხვილი ჩხირები (დიამეტრი 1-1.8 მკმ). მრავლდება ფეხსახსრიანების და ნემატოდების უჯრედის შიგნით. არ კულტივირდება საკვებ არეებზე. წარმატებით კულტივირდება მწერების უჯრედულ კულტურებზე.
ზოგი მონაცემებით, Wolbachia-ს გვარის ბაქტერიებით ინფიცირებულია, მწერების ყველა სახეობის 20%, ასევე ფეხსახსრიანების მრავალი ჯგუფის სახეობები და ფილარიები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.