ჰაფნია

ჰაფნია (ლათ. Hafnia) – ჩხირისმაგვარი, უკაფსულო, ასპოროგენული, მოძრავი (პერიტრიქიებით), გრამუარყოფითი, ქემოორგანოტროფული, ფაკულტატურ ანაერობული ბაქტერიების გვარი. ოჯახი ენტერობაქტერიები (Enterobacteriaceae). იზრდებიან მარტივ საკვებ არეებზე. ტემპერატურული ოპტიმუმი 22—37 °C, рН 7,2—7,4. ენტერობაქტერიების საკვებ არეებზე (ენდრო, ლევინი) წარმოქმნიან S-ტიპის უფერო კოლონიებს, რომელიც შიგელებს წააგავს. ნახშირბადის წყაროს სახით, შეუძლიათ გამოიყენონ ციტრატი და აცეტატი. ახდენენ გლუკოზის ფერმენტირებას, გაზის და მჟავის წარმოქმნით. არ ახდენენ ლაქტოზის, ინოზიტის და სხვ. ფერმენტაციას. არ წარმოქმნიან ინდოლს და გოგირდწყალბადს. ბინადრობენ ნიადაგში, წყალსა და საკვებ პროდუქტებში. გამოიყოფიან კვებითი ინფექციების, უროინფექციების, პნევმონიის, სეფსისის შემთხვევებში. საჭიროა დიფერენცირება, შიგელების და სალმონელებისაგან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.