ჰემოფილური ჩხირი, ფპაიფერის ჩხირი, ინფლუენცას ჩხირი

ჰემოფილური ჩხირი, ფპაიფერის ჩხირი, ინფლუენცას ჩხირი (ლათ. Haemophilus influenzae) – Pasteurellaceae-ს ოჯახის გრამუარყოფითი, უმოძრაო ბაქტერიის გვარი. პირველად აღწერა 1892 წელს გერმანელმა ბაქტერიოლოგმა რიჰარდ ფპაიფერმა (Richard Pfeiffer, 1858—1945), როგორც ინფლუენცას (გრიპის) გამომწვევი. პირველი თავისუფლად მცხოვრები ორგანიზმი, რომლის გენომი სრულად იყო სექვენირებული. ადამიანის ჰემოფილური ინფექციის გამომწვევი, წარმოადგენს პატარა (0.3-0.5 × 0.2-0,3 მკმ) უმოძრაო კოკობაცილას. განლაგება ერთეული, წყვილად და ჯგუფებად. წარმოქმნის კაფსულას. არ აქვს შოლტები. სუსტად იღებება ანილინის საღებავებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.