იერსინია

იერსინიები (ლათ. Yersinia) – Yersiniaceae-ს ოჯახის ბაქტერიების გვარი. გრამუარყოფითი ჩხირები, ფაკულტატური ანაერობები. ზოგიერთი მათგანი ადამიანისათვის პათოგენურია. ბაქტერიების ბუნებრივი რეზერვუარია – მღრნელები, ზოგჯერ სხვა ძუძუმწოვრებიც. ინფიცირება მიმდინარეობს სისხლით (Yersinia pestis-ის შემთხვევაში) და საკვებით (იშვიათად – Yersinia pseudotuberculosis). განსაკუთრებით ბოსტნეულის, რძის და ხორცის დაბინძურების შემთხვევაში. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ბაქტერიებიდან ზოგიერთი გვარის წარმომადგენელი ვრცელდება პროტოზოული გზით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.