ალერგინი / ALERGINI

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალერგინი / ALERGINI-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პერილას მშრალი ექსტრაქტი /extractum perillae siccum

ალერგინი / ALERGINIის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები


ალერგინი / ALERGINI აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ტაბლეტის შემადგენლობა:
პერილას მშრალი ექსტრაქტი (Extractum perillae siccum) – 0,3გ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის ფუძეკარბონატი, კალციუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი, საქაროზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის კარბონატი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი, წითელი პიგმენტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პერილას ანტიალერგიული მოქმედება (შერჩევითი ეფექტი მცენარეული მტვერით გამოწვეულ ალერგიულ სიმპტომებზე) განპირობებულია მასში როზმარინის მჟავას, კოფეინის მჟავას და ლუტეოლინის შემცველობით. მცენარის შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები და პოლიფენოლები განსაზღვრავს ანტიოქსიდანტურ აქტივობას, გარდა ამისა, ქრიზოერიოლის, ლუტეოლინის და როზმარინის მჟავას არსებობით განპირობებულია ანტიპირექსული მოქმედება.

ჩვენებები

• რინიტი;
• პოლინოზები;
• ალერგიული ცემინება;

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
არ იწვევს ძილიანობას, არ მოქმედებს მოძრაობის კოორდინაციაზე და მეხსიერებაზე, არ ახასიათებს შეჩვევა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება 15-25oC ტეპერატურულ პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი:: გამა, ნეოფარმი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 0.3გ ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook