კლებსიელა

კლებსიელაკლებსიელა – (Klebsiella, Ber;  Е. Klebs, გერმ. ბაქტერიოლოგი) – მიეკუთვნება ენტერობაქტერიების (Enterobacteriaceae) ოჯახს, რომელიც აერთიანებს უძრავ გრამუარყოფით ჩხირებს; წარმოქმნიან კაფსულას და მათი ზოგიერთი სახეობა პათოგენურია ადამიანისათვის.

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს კლებსიელა მიაკუთვნა მეტად საშიშ ბაქტერიებს, მათი განსაკუთრებული მდგრადობის გამო მრავალი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ. კლებსიელები – სწორი გრამუარყოფითი ჩხირებია (0.3—1.0 × 0.6—6.0 მკმ). კულტურაში ლაგდებიან ერთეულებად, წყვილებად ან მოკლე მძივების სახით. წარმოქმნიან კაფსულებს, არ მოძრაობენ. კლებსიელები ფაკულტატური ანაერობებია.


ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებული საფრთხის გამო, კლებსიელას დიაგნოსტირებისა და,  საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობისათვის, ბევრი მიმართავს უცხო ქვეყნების კლინიკებს. საზღვარგარეთ კლინიკისა და ექიმის არჩევა საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


კლებისიელების ვირულენტობის ფაქტორებია: კაფსულა, ენდოტოქსინი, მანოზა-რეზისტენტული პილი (წამწამები). იზრდებიან მარტივ საკვებ არეებზე, ხასიათდებიან გამოხატული ბიოქიმიური აქტივობით. კლებსიელას გვარის წარმომადგენლები გვხვდება ადამიანის ფეკალიებში, კანისა და ლორწოვანის სასუნთქ გზებში, ნიადაგში, წყალში, ხილსა და ბოსტნეულზე. კაფსულის წყალობით გარემო ფაქტორების მიმართ მდგრადებია.

ადამიანებში დაავადებას ყველაზე ხშირად იწვევენ: Klebsiella pneumoniae და Klebsiella oxytoca. კლებსიელები იწვევს პნევმონიას, უროგენიტალურ ინფექციებს, მათ შორის ახალშობილებში, მოხუცებსა და დასუსტებულ პირებში – კონიუნქტივიტს, მენინგიტს, სეფსისს, მწვავე ნაწლავურ ინფექციებს. Klebsiella pneumoniae subsp. ozaenae და Klebsiella pneumoniae subsp. rhinoscleromatis შესაბამისად იწვევენ ოზენის დაავადებას და რინოსკლერომას (ზემო სასუნთქი გზების, ლორწოვანი გარსების გრანულომატოზური დაზიანება).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.