ლიმფავენი / Lymphaveine

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა

2 ტაბლეტის შემადგენლობა

RI*

ციტრუსის ბიოფლავონოიდები(ექსტრაქტი შეესაბამება 35% ფლავონოიდებს)

600მგ

 

გალიუმის აპარინის ექსტრაქტი

200მგ

 

ყურძნის წიპწის ოლიგო-პროანთოციანიდები(OPCs)

75მგ

 

გინკგოს ექსტრაქტი(გინკგო ბილობა)

50მგ

 

რუტინი

50მგ

 

ქუერცეტინი

50მგ

 

ბრომელაინი(1200GDU/გ)

20,8მგ

 

მდოგვის ექსტრაქტი(Raphanus sativus)

50მგ

 

ძმერხლის ექსტრაქტი(Ruscus aculeatus)

რუსკოგენინი

30მგ

3მგ

 

სელენი

40მგ

72%

ბაბუაწვერას ექსტრაქტი(Taraxacum officinalis)

20მგ

 

მაგნიუმი

112,5მგ

30%

კალიუმი

80მგ

4%

ვიტამინი C

80მგ

100%

ვიტამინი B6

1,4მგ

100%

ვიტამინი E

12მგ

100%

მოქმედების მექანიზმები:
ლიმფური ცირკულაცია.
ლიმფური ცირკულაციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს პრეპარატში შემავალი შემდეგი აქტიური კომპონენტები: გალიუმის აპარინი, ბრომელაინი, ბაბუაწვერას ექსტარქტი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები, Mg, K, B6. ისინი ასტიმულირებენ ლიმფურ დრენაჟს, ხელს უწყობენ დამატებითი კოლატერალების გახსნას, უზრუნველყოფენ ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას და აქვთ სუსტად გამოხატული დიურეზული მოქმედება

ვენური ცირკულაცია
ვენური ცირკულაციის გაუმჯობესებას განაპირობებს ყურძნის წიპწის ოლიგო-პროანთოციანიდი, გინკგო ბილობა, რუტინი, ქუერცეტინი, რუსკოგენინი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები. ისინი ზრდიან როგორც ვენურ ცირკულაციას, ასევე ვენის კედლების და სარქველების ელასტიურობას და ხელს უწყობენ ვენური ნაკადის სწორ დინებას.

ანტიაგრეგაციული მოქმედება
ანტიაგრეგაციული მოქმედება ვლინდება რუტინის, ბრომელაინის, გინკგო ბილობას და ვიტამინები- C და E-ს ჩართულობით. ისინი აინჰიბირებენ თრომბოციტების ადჰეზიას, ახანგრძლივებენ პროთრომბინის დროს და ააქტიურებენ პარციალური თრომბოპლასტინის დროს.

ჩვენებები:

  • ვენური უკმარისობა/შეშუპება
  • ვარიკოზული დაავადებები
  • თრომბოფლებიტი
  • ლიმფოსტაზი, ლიმფორეა, ლიმფადემა, ლიმფანგიტი
  • კონსტიტუციური ტიპის შეშუპება
  • მცირე მენჯის ღრუს სტაზი(ოვარიოვარიკოცელე)
  • სათესლე ჯირკვლების ვარიკოცელე
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • ჰემოროიდული დაავადება
  • პერიფერიული და ცენტრალური მიკროცირკულაციის გაუმჯობესება

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა/ალერგია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, 14 წლამდე ასაკი, სისხლდენები

განსაკუთრებული მითითებები:
თუ ლიმფავენის პარალელურად ღებულობთ რომელიმე ანტიკოაგულანტს და ჰიპოტენზიურ საშუალებას, პრეპარატის მიღების წინ დაეკითხეთ მკურნალ ექიმს

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა:
მიიღება 2 აბი ერთდროულად დღის პირველ ნახევარში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 30-60 დღე

გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთი #4 ბლისტერი, ბლისტერზე #15 ტაბლეტი N60 ტაბლეტი

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა: Laboratoire Les 3 Chenes,  საფრანგეთი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook