მიკობაქტერია

მიკობაქტერია (ლათ. Mycobacterium) – ოჯახი Mycobacteriaceae. გვარი აქტინომიცეტები. ზოგიერთი ამ გვარი წარმომადგენელი (მაგალითად,M. tuberculosis, M. leprae) არის ძუძუმწოვრებისათვის პათოგენური. მიკობაქტერიები არიან აერობები. არ მოძრაობენ (გამონაკლისია M. marinum, რომელიც მოძრაობას, დემონსტრირებს მაკროფაგის გარეთ). გამოირჩევა მჟავა და სპირტის მიმართ გამძლეობით. სპორას და კაფსულას არ წარმოქმნის. მიჩნეულია გრამდადებით ბაქტერიებად. ბოლო კვლევებით, გამოვლენილ იყო M. Marinum-სა და შესაძლოა M.bovis-ში, სპორის წარმოქმნის შესაძლებლობა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ საკამათო საკითხია. Mycobacterium-ის გვარის ყველა სახეობა, ხასიათდება განსაკუთრებული უჯრედული კედელით, რომელიც უფრო თხელია, ჰიდროფობური, შეიცავს ცვილს და მდიდარია მიკოლური მჟავებით/მიკოლატებით. ჰიდროფობური მიკოლატების გარდა, უჯრედული კედელი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს, რთულ პოლისაქარიდებს, ზოგიერთ მათგანს მიკობაქტერიისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობა აქვს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.