მიკოპლაზმა

მიკოპლაზმა (ლათ.
Mollicutes) – ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების ბაქტერიების კლასი. არ აქვთ უჯრედის კედელი, რომელიც აღმოჩენილი იყო ძროხების პლევრო-პნევმონიის აღმძვრელში. მიკოპლაზმები, როგორც ჩანს, წარმოადგენენ მეტად მარტივ ცოცხალ ორგანიზმებს. მათი გენეტიკური ინფორმაციის მოცულობა 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ნაწლავის ჩხირის. მიკოპლაზმები სხვა ბაქტერიებისაგან განსხვავდება, მყარი უჯრედული კედლის არარსებობით (ამიტომ, გარემოსაგან მხოლოდ ციტოპლაზმური მემბრანით არის გამოყოფილი) და მკვეთრად გამოხატული პოლიმორფიზმით. ვირუსებისაგან კი მიკოპლაზმები განსხვავდებიან, უუჯრედო არეში გამრავლებით და რიგი სუბსტრატების მეტაბოლიზმით. მიკოპლაზმების ზრდისათვის აუცილებელია სტეროლები, მაგალითად, ქოლესტეროლი.
Mycoplasma pneumoniae იწვევს რესპირატორულ ინფექციებს ე.წ. ატიპურ პნევმონიას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით: Mycoplasma hominis, Mycoplasma genitalium და Ureaplasma urealyticum-ი იწვევენ რესპირატორული და უროგენიტალური ტრაქტის, იმუნური, ენდოკრინული, ნერვული სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიებს.  ზოგი მეცნიერი კი უარყოფს, მიკოპლაზმების არსებით როლს ადამიანის პათოგენეზში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.