ჰანსენის ჩხირი ან ჰანსენის ბაცილა

ჰანსენის ჩხირი ან ჰანსენის ბაცილა (ლათ. Mycobacterium leprae) – აქტინომიცეტების სახეობა. ოჯახი Mycobacteriaceae. კეთრის ერთ-ერთი გამომწვევი. პირველად აღმოჩენილი იყო 1973 წელს ნორვეგიელი ექიმის გერჰარდ ჰანსენის მიერ. ჰენსენის ჩხირი იწვევს ქრონიკულ გრანულემატოზურ დაავადებას – კეთრს, რომელიც შეიძლება სამი კლინიკური: კეთრის, ტუბერკულოიდური და არადიფერენცირებული ფორმით მიმდინარეობდეს. უპირატესად აზიანებს პერიფერიულ ნერვულ სისტემას და ნერვულ დაბოლოებებს, ასევე ზედა სასუნთქ გზებს, თვალებს, მამაკაცებში სათესლეებს. გადაცემის ძირითადი გზა არის ჰაერ-წვეთოვანი. კეთრის მიკობაქტერიების უჯრედის სიგრძე 1-8 მკმ-ია, სიგანე 0.3-0.5 მკმ. განლაგდება ჯგუფებად ან ბურთების ფორმის დაჯგუფებად. ნუკლეოიდი შედგება რგოლოვანი დნმ-გან, პლაზმიდის გარეშე. პათოგენი წარმოადგენს ობლიგატურ შიდაუჯრედულ პარაზიტს. საკვებ არეზე მისი ზრდა ვერ ხერხდება. ზრდა მიღებულია თხევად საკვებ არეზე, რომელიც შეიცავს ცხოველების და თევზების სათესლეების ლიზატს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.