თივის ჩხირი

თივის ჩხირი  (ლათ. Bacillus subtilis)
– გრამდადებითი, სპორაწარმოქმნელი აერობული ნიადაგის ბაქტერია. სახელწოდება „თივის ჩხირი“ ეწოდა იმიტომ, რომ ამ მიკროორგანიზმებს, დიდი რაოდენობით იღებენ თივის ექსტრაქტიდან. წარმოადგენენ ზოგიერთი პოლიპეტიდური ანტიბიოტიკებს პროდუცენტებს, სპორები ოვალურია, განლაგებულია ცენტრალურად. მოძრაობენ პერიტრიქიებით. B. subtilis წარმოადგენს პროტეაზების, ამილაზების, ამინომჟავების და ზოგიერთი პოლისაქარიდის მნიშვნელოვან პროდუცენტს. პროტეაზა გამოიყენება, როგორც ცხიმების და ცილების მოსაცილებელი სარეცხი საშუალების კომპონენტი, ტყავის წარმოებაში.  


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.