ლურჯ-მწვანე ჩხირი

ლურჯ-მწვანე ჩხირი  (ლათ. Pseudomonas aeruginosa) – გრამუარყოფითი მოძრავი ბაქტერიებია. ბინადრობენ წყალში, ნიადაგში, ადამიანისათვის პირობით-პათოგენურებია. მკურნალობა გართულებულია, რადგან მდგრადები არიან ანტიბიოტიკებისადმი (ბეტა-ლაქტამები, ამინოგლიკოზიდები, ფტორიროვანი ქინოლონები). ქემოორგანოტროფებია, ობლიგატური აერობები. Pseudomonas aeruginosa ამოითესება აბსცესებიდან და ჩირქოვანი ჭრილობებიდან. ასოცირებულია ენტერიტებთან და ცისტიტებთან. ლურჯ-მწვანე ჩხირი, უფრო მეტად აზიანებს დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს. იწვევენ საავადმყოფოსშიდა ინფექციებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.