მეგესტროლი – MEGESTROL

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეგესტროლი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პროგესტენს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პრეპარატის ანტილუთეინურ ეფექტთან და სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებზე მის ზემოქმედებასთან.

ჩვენებები
პალიატიური მკურნალობის სახით გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კიბოს მოგვიანებით სტადიაში და მისი მარეციდივირებელი ფორმების დროს ქალებში მენოპაუზის პერიოდში.
ენდომეტრიუმის მარეციდივირებელი და/ან მეტასტაზური კიბოს დროს დამატებით და/ან პალიატიური მკურნალობის სახით.

დოზირების რეჟიმი
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ინიშნება 160 მგ დღეში (40 მგ 4-ჯერ დღეში). ენდომეტრიუმის კარცინომის დროს – 40-320 მგ 4-ჯერ დღეში.
ეფექტური მკურნალობის საკმარის პერიოდად ითვლება პრეპარატით უწყვეტი მკურნალობა არანაკლებ 2 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
სხეულის წონაში მომატება, იშვიათად – თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ალოპეცია, გულისრევა და ღებინება, შეშუპებები, საშვილოსნოდან პროფუზული სისხლდენები, ქოშინი, სიმსივნის ადგილას ჰიპერემია, ჰიპერგლიკემია, გამონაყარი.

უკუჩვენებები
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება ქირურგიული, ქიმიოთერაპიული ან სხივური მკურნალობის ნაცვლად, აგრეთვე ორსულობის ტესტის დასადგენად ნებადართული არ არის.

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook