სტაფილოკოკი

სტაფილოკოკი (ლათ.
Staphylococcus) –  Staphylococcaceae ოჯახის ბაქტერიების გვარი. უმოძრაო, გრამდადებითი მიკროორგანიზმებია. უჯრედის დიამეტრი 0.6-დან 1.2 მკმ-მდე. სტაფილოკოკები ფაკულტატური ანაერობებია, ქეომოორგანოტროფები, მეტაბოლიზმის ჟანგვითი და ფერმენტაციული ტიპით, კატალაზა დადებითი და ოქსიდაზა ნეგატიურებია. ზოგიერთი სახეობები:
ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) ადამიანისათვის პათოგენურო ბაქტერიაა. ადამიანებში შეუძლია გამოიწვიოს, ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილებში.
მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი – ოქროსფერი სტაფილოკოკის ნებისმიერი შტამი, რომელიც ანტიბიოტიკების დიდი ჯგუფის მიმართ მდგრადია. ამ შტამით გამოწვეული დაავადებები მკურნალობას რთულად ექვემდებარება.
ეპიდერმალური სტაფილოკოკი (Staphylococcus epidermidis) – ხშირად გვხვდება ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე. შეუძლია გამოიწვიოს სეფსისი, ენდოკარდიტი, კონიუნქტივიტი, ჭრილობის ჩირქოვანი და შარდ-გამომყოფი სისტემის ჩირქოვანი ინფექციები.
საფროფიტული სტაფილოკოკი (Staphylococcus saprophyticus)  – შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ცისტიტი და ურეთრიტი.
ჰემოლიზური სტაფილოკოკი (Staphylococcus haemolyticus) – ადამიანის ორგანიზმში, შეუძლია გამოიწვიოს, სხვადასხვა ჩირქოვანი და ანთებითი პროცესები. მაგალითად, სეფსისი, კანის საფარველის დაზიანება, ენდოკარდიტი, ურეთრიტი, ცისტიტი და სხვა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.