ტეტანუსის ჩხირი

ტეტანუსის ჩხირი  (ლათ. Clostridium tetani) – გრამდადებითი, სპორა წარმომქნელი, ობლიგატური ანაერობი. იწვევს ტეტანუსს. ქემოორგანოტროფია. დაავადების გავრცელების წყაროა ადამიანი და ცხოველი, რომელიც გამოყოფს ბაქტერიებს და ხვდება ნიადაგში. სპორა აღმოჩნდება, გამოკვლეული ნიადაგის 50-80%-ში, ზოგიერთ ნიადაგში (განსაკუთრებით ტენიან ნიადაგებში) – 100%-ში.
Clostridium tetani გამოიმუშავებს ნეიროტოქსიკური თვისებების მქონე, ტოქსინს – ტეტანოსპაზმინს და ჰემოლიზური თვისებების მქონე, ტოქსინს – ტეტანოლიზინს. ტეტანოსპაზმინი მოქმედებს, პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე და იწვევს განივზოლიანი კუნთების ტონურ შეკუმშვებს. ტეტანოლიზინი იწვევს ერითროციტების ლიზისს. ტეტანოსპაზმინის გაუვნებელყოფა შესაძლებელია ტეტანუსის ვაქცინით. არამდგრადია ტუტე არეში გაცხლების მიმართ. დამღუპველად მოქმედებს მზის სინათლე. არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის გზით. გადაცემის მექანიზმი კონტაქტურია. დაავადების შემთხვევათა 2/3 მოდის, სოფლის პირობებში მომუშავე პირებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.