სტრეპტომიცეტი

სტრეპტომიცეტი (ლათ.  Streptomyces) – აქტინომიცეტების რიგი (Actinomycetales), ოჯახი Streptomycetaceae. სტრეპტომიცეტების ოჯახის ყველაზე დიდი გვარია (დაახლოებით 700 სახეობა, თუმცა არა უმეტეს 835 სახეობის). მათი ძირითადი საბინადრო არეალია ნიადაგი და ზღვის ფსკერი. ცნობილია, როგორც მრავალი ანტიბიოტიკების პროდუცენტები. Streptomyces scabies აზიანებს მცენარეებს (კარტოფილს); Streptomyces bikiniensis – შეუძლია ადამიანებში ბაქტერიემია გამოიწვიოს. ცნობილია ადამიანის დაავადებათა სხვა გამომწვევებიც. სტრეპტომიცეტები გამოყოფენ აქროლად ნივთიერებას გეოსმინს, რასაც დამახასიათებელი „მიწის“ სუნი აქვს. Streptomyce-ს გვარის წარმომადგენლები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ეფექტურია მიკროსკოპული სოკოების, ბაქტერიების და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.