მეტაციკლინი – METACYCLINE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტეტრაციკლინის ჯგუფის ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. აქტიურია, მოქმედებს როგორც გრამ-დადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელიც, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი; კლოსტრიდია, ლისტერია, ციმბირის წყლულის გამომწვევი ჩხირი), ასევე გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმებისადმი (ნაწლავის ჩხირი, სალმონელა, შიგელა, რიკეტსია, სპიროქეტა, კლებსიელა), ასევე მგრძნობიარეა რიკეტსიის, ქლამიდიისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების – შავი ჭირის, ტულარემიას, ბრუცელოზის, ქოლერის მიმართ, აქვს ბაქტერიოსტატული მოქმედება.

ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა, ანგინა, ქოლეცისტიტი, პიელონეფრიტი, ნაწლავური ინფექციები, ენდომეტრიტი, გონორეა, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, ოსტეომიელიტი, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციური პროცესების დროს მოზრდილებში ინიშნება 150 მგ დღეში ოთხჯერ ან 300 მგ დღეში ორჯერ, დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.2 გ 8-12 წლის ასაკის ბავშვებში -7.5 მგ/კგ სხეულის წონაზე განაწილებული 2-4 მიღებაზე. მეტაციკლინი ინიშნება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია – გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი, ალერგიული რეაქციები;
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანდიდოზი, ნაწლავური დისბაქტერიოზი;
ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის ტრანზიტორული მატება.

უკუჩვენებები
* პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა – ტეტრაციკლინისადმი მაღალი მგრძნობელობა;
* ბავშვთა ასაკი 8 წლამდე;
* ფეხმძიმობა;
* ღვიძლის ფუნქციათა მნიშვნელოვანი დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები
მეტაციკლინის დანიშვნა ანტაციდებთან და რკინის პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, რადგან ისინი ხელს უშლიან მის აბსორბციას.

გაფრთხილება

.

Share this...Share on Facebook
Facebook