ქოლერის ვიბრიონი

ქოლერის ვიბრიონი (ლათ. Vibrio cholerae) – გრამუარყოფითი ფაკულტატური ანაერობული მოძრავი ბაქტერიები. Vibrio cholerae გამოყოფს ეგზოტოქსინს, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი უკავშირდება ადამიანის ეპითელიოციტებს. მეორე რეგიონი, ხორციელებს ადფ-რიბოზილირებას.  გარდა ამისა, Vibrio cholerae პროდუცირებს ციტოლიზინებს.  Vibrio cholerae-ს სეროჯგუფი О1 და О139 წარმოადგენს ადამიანებში ქოლერის აღმძვრელს.
Vibrio cholerae მრავლდება მტკნარი და მლაშე წყლების პლანქტონში, დაავადების გამავრცელებელია ბაქტერიამტარებელი ორგანიზმი. V. Cholerae-ს გენომი შედგება ორი ქრომოსოსმისაგან. პირველის ზომა არის 2961149 ნ.წ. და გააჩნია 2770 ათვლის ღია ჩარჩო. მეორე ზომა არის 1072315 ნ.წ. და აქვს 1115 ათვლის ღია ჩარჩო. ქემოორგანოტროფია. მრავლდება მარტივ საკვებ არეზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.