მოლსიდომინი

თურმანიძის მალამო

მოლსიდომინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მოლსიდომინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ჩვენებები
სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობით;
სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში (მხოლოდ სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაციის შემდეგ);
სტენოკარდიის დროს, როცა უკუნაჩვენებია სხვა წამლისმიერი საშუალების გამოყენება, ან მათი გადაუტანლობის ან არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში;
მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის დროს (გულის კუნთის სისუსტე) გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად გულის გლიკოზიდები და/ან შარდმდენები;
ფილტვის ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიაში წნევის მომატება).

დოზირების რეჟიმი
დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე. ჩვეულებრივ ინიშნება მოლსიდომინის 4 მგ და მოლსიდომინის 8 მგ 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის 1 ტაბლეტი 4 მგ დანიშვნა 3-ჯერ დღეში. იოლ შემთხვევებში ინიშნება 1-1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მოლსიდომინის ტაბლეტი მიიღება დილით და საღამოთი.

გვერდითი მოვლენები
– იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის მკურნალობის დაწყებისას თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება შეიძლება პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევითაც.
– თუ მკურნალობის დროს წარმოიქმნება სხვა დარღვევები აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
– მოლსიდომინით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მშვიდ მდგომარეობაში არტერიული წნევა კლებულობს, პირველ რიგში სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ეს მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე ნორმოტონიის და ჰიპერტონიის დროს.
– გულზე წინასწარი დატვირთვის მოხსნისას, აღინიშნება გულის წუთმოცულობის, გულის ინდექსის შემცირება. მოლსიდომინი ცვლის აქტიური მოქმედებების შესაძლებლობას და ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება მანქანის მართვის დროს. ეს მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს.
– მოლსიდომინით მკურნალობისას ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელი არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, კოლაპსის და შოკის განვითარებაც კი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა).

უკუჩვენებები
* მოლსიდომინის გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლის მომოქცევის მწვავე დარღვევების დროს (შოკი, სისხლძარღვეოვანი კოლაპსი) და მძიმე ჰიპოტონიის დროს (სისტოლური არტერიული წნევა დაბალია 100 მმ).
* ინფარქტის შემდგომ დღეებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში და სისხლის მიმოქცევის სისტემის რეგულარული კონტროლის ქვეშ;
* მოლსიდომინი 8 მგ არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის მწვავე ფაზაში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში მოლსიდომინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– მოლსიდომინის და სხვა სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალებების (ვაზოდილატატორები, კალციუმის ანტაგონისტები) კომბინირებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
– სისხლძარღვგამაფართოვებელი ეფექტის გაძლიერება ასევე აღინიშნება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ალკოჰოლის კომბინირების დროს.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook