Acidiphílium

Acidiphílium (ლათ.) – α-პროტეობაქტერიები კლასი. ოჯახი Acetobacteraceae-ს ბაქტერიების გვარი. სა ხელწოდება Acidiphilium მომდინარეობს ლათინურიდან acidum, რაც „მჟავს“ ნიშნავს; philum – „მეგობარს“, „მოყვარულს“, რაც სიტყვასიტყვით „მჟავას მოყვარულს“ აღნიშნავს. ბაქტერიებს გააჩნია სწორი ჩხირის ფორმა, მომრგვალებული ბოლოებით. გრამუარყოფითი და მოძრავი ბაქტერიებია. ზოგიერთი შტამი არ მოძრაობს. არ წარმოქმნიან ენდოსპორას. აციდოფილები აერობული, მეზოფილები და ქემოორგანოტროფებია. იზრდებიან рН-ის 2.5-დან 5.9 საზღვრებში, მაგრამ არა рН 6.1-ზე. უკიდურესი მინიმუმი არის рН 2.0.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.