Acinetobacter baumannii

Acinetobacter baumannii (ლათ.)-აცინეტობაქტერიების გვარის გრამუარყოფითი სახეობა.  მათი ბინადრობის ბუნებრივი გარემო დღემდე გაურკვეველია. თუმცა, იწვევენ საავადმყოფოსშიდა ინფექციებს და ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობას როგორიც არის: მენინგიტი, პნევმონია, ჭრილობათა ინფექცია, უროგენიტალური ინფექციები. Acinetobacter baumannii-ი დიდ პრობლემას ქმნის ერაყის და ავღანეთის ომის ვეტერანებში, რადგან ხშირად რთულდება მათი მკურნალობა. მას ირონიულად Iraqibacter-ს  უწოდეს. Acinetobacter baumanni-ით გამოწვეული დაავადების სიმპტომები, შეიძლება არ განსხვავდებოდეს სხვა ბაქტერიული ინფექციებისაგან. Acinetobacter baumannii-ი შედის ACB (A. baumannii, A. calcoaceticus და   გამოუკვლეველი სახეობა – Acinetobacter 13TU) კომპლექსში. კომპლექსის შიგნით რთულია, ადამიანის პათოლოგიაში, კონკრეტული სახეობის როლის გამოვლენა.  A. Baumannii ასევე მოიცავს ე.წ. ESKAPE-პათოგენს (Enterococcus faecium, Staphylococcus aureus, Klebsiella pneumoniae, Acinetobacter baumannii, Pseudomonas aeruginosa და Enterobacter-ის გვარის სახეობები), ბაქტერიების ჯგუფი, რომელსაც მომატებული რეზისტენტობა ახასიათებს ანტიბიოტიკებისადმი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.