Aeromonas hydrophila

Aeromonas hydrophila (ლათ.) – ჰეტეროტროფული გრამუარყოფითი ჩხირისმაგვარი ბაქტერია. გავრცელებულია ძირითადად თბილი კლიმატის რაიონებში. მისი პოვნა შესაძლებელია, როგორც მტკნარ ისე მარილიან წყალში. არსებობა შეუძლია, როგორც აერობულ ისე ანაერობულ გარემოში და შლის ჟელატინს და ჰემოგლობინს. მდგრადია უმრავლესობა ანტიბიოტიკების და დაბალი ტემპერატურის მიმართ. A. hydrophila წარმოადგენს Aeromonas-ის გვარის ყველაზე ცნობილ ბაქტერიას. მაპინძელ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ის გამომუშავებს ციტოტოქსიკურ ენტეროტოქსინს აეროლიზინს, რომელსაც შეუძლია კანის დაზიანება. А. hydrophila, А. caviae და А. sobria ითვლება, პირობით-პათოგენურ მიკროორგანიზმებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელ ადამიანებს იშვიათად აავადებს. აშშ-ში რამდენიმე ათეული წელია, ადამიანებთან მიმართებაში, Aeromonas hydrophila-ს პათოგენურობა, ძირითადად ვლინდება დიარეის გამოწვევაში. А. Hydrophila ითვლება თევზების და ამფიბიების ძირითად პათოგენად. აერომონადების პათოგენურობა დაკავშირებულია გარეუჯრედულ ცილებთან: ლიპაზა, ქიტინაზა, ამილაზა, ჟელატინაზა, ჰემოლიზინი და ციტოტოქსიური ენტეროტოქსინი აეროლიზინი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.