ნეო პეკეს რელაქსი

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური საშუალებები,  ფიტოპრეპარატები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
პასიფლორა (Passion Flower), სვია (Hop), ბარამბო (Melissa officinalis), გვირილა (Matricaria recutita), ფორთოხლის ყვავილი (Orange Blossom), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), მაგნიუმის გლუკონატი, აჰავას სიროფი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეო პეკეს რელაქსი – ის შემადგენლობაში შემავალი მცენარეთა ექსტრაქტები ხსნიან ნერვული სისტემის სპაზმს, ამცირებენ დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას. შემადგენლობიდან გამომდინარე უსაფრთხო დამამშვიდებელი პრეპარატია, რომელიც არ იწვევს სედაციას და ამიტომ თავისუფლად გამოიყენება სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვებში. ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე

ჩვენება
• სხვადასხვა სახის შფოთვითი მდგომარეობა, გამოწვეული: შიშით ან სტრესული სიტუაციით, გაღიზიანებადობით, გადაღლილობით
• მომატებული ნერვული აღგზნებადობა, რომელიც ვლინდება:
ü სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვებში ადაპტაციის პერიოდში
ü ადრეული ასაკის ბავშვებში აცრის შემდგომ პერიოდში
• ფსიქო-ემოციური გადაძაბვა
• მსუბუქი დეპრესია და მოუსვენრობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში;
2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში;
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, მოცხარის არომატით №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook