ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის ნორმალური კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კი ძლიერი გონებრივი დატვირთვების პერიოდში (მაგ. გამოცდების დროს).
– ვეგეტარიანელებისთვის შესაფერისი
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს.
შემადგენლობა:
| აქტიური ნივთიერება | ერთი აბი შეიცავს | რდნ %* |
| ვიტამინი C | 80 მგ | 100 |
| მაგნიუმი | 75 მგ | 20 |
| L-არგინინი | 40 მგ | – |
| ვიტამინი E | 36 მგ α-TE | 300 |
| ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინმჟავა) | 32 მგ NE | 200 |
| ვიტამინი B1 (თიამინი) | 25 მგ | 2273 |
| თუთია | 15 მგ | 150 |
| პანტოთენის მჟავა | 12 მგ | 200 |
| გლუტამინი | 10 მგ | – |
| კოფერმენტი Q10 | 10 მგ | – |
| ფოსფატიდილსერინი | 15 მგ | – |
| ფოსფატიდილქოლინი | 15 მგ | – |
| ვიტამინი B6 | 8 მგ | 714 |
| რკინა | 8 მგ | 57 |
| გლუტათიონი | 5 მგ | – |
| ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) | 3 მგ | 214 |
| ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები | 2 მგ | – |
| მანგანუმი | 2 მგ | 100 |
| სპილენძი | 1000 მკგ | 100 |
| ფოლაცინი (ფოლიუმის მჟავას სახით) | 400 მკგ | 200 |
| იოდი | 150 მკგ | 100 |
| სელენი | 110 მკგ | 200 |
| ვიტამინი B12 | 100 მკგ | 4000 |
| ქრომი | 40 მკგ | 100 |
| ვიტამინი D (D3 1000 IU სახით) | 20 მკგ | 500 |
| არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, წებოვანას (გლუტენს), კონსერვანტებს, ჰორმონებს, მარილს ან საფუარს | ||
* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული
გამოყენების წესი: ერთი აბი დღეში წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად ძირითადი კვების დროს. არ უნდა დაიღეჭოს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გაფრთხილება ალერგიის დროს: შეიცავს სოიოს
შენახვის წესი: შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:: Vitabiotics, დიდი ბრიტანეთი