ნიფლუმის მჟავა – NIFLUMIC ACID

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეორიდულ საშუალებას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მაინჰიბირებელი მოქმედებით პროსტაგლანდინების სინთეზზე. ასევე იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას.

ჩვენებები
სახსრების სინდრომი: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილიტი, პოდაგრა, სახსარგარეთ მიმდინარე პროცესები: ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, ეპიკონდილიტი.
ტრავმები: მოტეხილობა, ამოვარდნა, დაბეჟილობა, სახსრების ტკივილი, რომლებიც აღინიშნება სპორტულ მედიცინაში;
პოსტოპერაციული მდგომარეობა: კბილის ექსტრაქცია, მეან-გინეკოლოგიური ჩარევები, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების შეყვანა და ამოღება.
გინეკოლოგია: ადნექსიტი, პარამეტრიტი;
ოტოლარინგოლოგია: სინუსიტი, რინიტი, ფარინგოლარინგიტი, ოტიტი.
სხვადასხვა: გინგივოსტმატიტი, მწვავე ზედაპირული თრომბოფლებიტი, კუჭის წყლული.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში პერორალურად ერთჯერადად ინიშნება 250-500 მგ, დღეღამური დოზა შეადგენს 750 მგ-1.5 გ. პრეპარატის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
ბავშვებში 13 წლის ასაკის ზევით დღეღამური დოზა შეადგენს 500-700 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები
– დისპეფსიური მოვლენები, ანორექსია. ხანგრძლივი გამოყენებისას – კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, მელენა.
– იშვიათად – ალერგიული რეაქციები ურტიკარიის, ერითემის და ქავილის სახით. ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება.
– ცალკეულ შემთხვევებში მაღალი დოზებით მკურნალობის დროს აღინიშნება
ძვლის ფლუოროზი.
– ადგილობრივი რეაქციები: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი, წვა.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა ნიფლუმის მჟავას მიმართ;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში; ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
* არსებული რექტალური სისხლდენა;
* ორსულობა;
* ბავშვებში 13 წლამდე ასაკის;
* გარეგანი გამოყენებისათვის: დაჩირქება, ეგზემა, ჭრილობა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ ნიფლუმის მჟავას შეუძლია გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტების და ჰეპარინის მოქმედება, ასევე სულფანილშარდოვანას წარმოებული საშუალების ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან და მეტოტრექსატთან.
♦ ტიკლოპიდინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ანტიაგრეგანტული ეფექტი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook