ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
ფარმაკოლოგიური თვისება:
ფერმენტირებული წითელი ბრინჯი: წარმოადგენს სისხლში ქოლესტერინის დონის ბუნებრივ მარეგულირებელ საშუალებას, ჰეპატო- ტოქსიური მოქმედების გარეშე.
მონაკოლინ K: 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებით თრგუნავს ღვიძლის დონეზე ქოლესტერინის წარმოქმნას,რის შედეგადაც სისხლის პლაზმაში მცირდება საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლი, ტრიგლიცერიდები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.
გამა ორიზანოლი: მიიღება ბრინჯის ქერქის ზეთისგან. ის გავლენას ახდენს პლაზმურ ქოლესტერინის საერთო დონეზე კოენზიმ Q10: მთავარ როლს თამაშობს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში, ის ერთადერთი ცხიმსი ხსნადი ანტიოქსიდანტია,მისი მოქმედებით მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში პოლიკოზანოლის 60% ოქტაკოსანოლი: პოლიკოზანოლი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, ღვიძლში ქოლესტერინის პროდუქციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ქრომი: გავლენას ახდენს შაქრისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესზე..
ჩვენებები: ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპექოლესტერინემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი შემცველობა სისხლში, სინთეზური სტატინების აუტანლობა-განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების ფონზე, მეტაბოლური სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა დღეში 1 ჯერ დიდი ოდენობით წყალთან ერთად.კვების შემდეგ
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
უკუჩვენება: ფეხმძიმობა, ლაქტაცია, პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის
სხვა წამლებთან ურთიერთობა: არ მიიღება ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელ სხვა საშუალებასთან ერთად.
შენახვის პორობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ESI s.p.a. იტალია