ოლეფარ დუო / Olefar Duo

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები

ახალი თაობის  5  მცენარეული ზეთისგან  შემდგარი ყელის  აეროზოლი
ქაცვის ზეთი – Ol.  Hippophaes –  30 მგ
კალენდულას ზეთი   – Ol.Calendulae – 15 მგ
დარიჩინის ზეთი  –  Ol.Cinnamomi – 5 მგ
ჩაის ხის ზეთი –  Ol.Malaleucae 5 მგ
პიტნის ზეთი –  Ol. Pepermint 2.5 მგ
ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით – კაროტენოიდებით, რომლებიც   ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის  დროს.
ოლეფარ დუო  სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით  გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:
• ანთების  ლოკალიზებას  და  ხელს  უშლის მის გავრცელებას
• გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი  და  სპაზმოლიზური  მოქმედება
• ამცირებს შეშუპებას და  უზრუნველყოფს  უმტკივნეულო ყლაპვას
• ხელს უწყობს მიკროწყლულების,  წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
• გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
• ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას

ჩვენება:
• ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:  ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
• ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია,  ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და  სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის  გაღიზიანება და ანთება.

მიღების წესი და დოზირება:
შეანჯღრიეთ აეროზოლის კონტეინერი. მოათავსეთ სახურავის მილი  პირის ღრუში და სპრეის მექანიზმს  2-3-ჯერ დააჭირეთ – ამგვარად გამოიყოფა  პრეპარატის  1 დოზა ანუ 250მგ.
ოლეფარ დუო ინიშნება დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 750 მგ.
გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში  2 წლის ასაკიდან.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში – ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა: 20 მლ ფლაკონი, დოზირებული აეროზოლი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SIA Solepharm, ლატვია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook