ოფთასიალი / OFTASSIALE

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები

ოფთალმოლოგიური საშუალება რქოვანას დაცვისთვის
მექანიკური, ქიმიური ან ფიზიკური ტრავმების დროს  ირღვევა რქოვანას მთლიანობა. რქოვანას ეპითელიუმი მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, რომელთაც აკისრიათ რქოვანას მორფოფუნქციონალური მთლიანობის შენარჩუნება.
ოფთასიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც უზრუნველყოფს რქოვანას ნეირორეპარაციას, შეიცავს ჰიალურონის მჟავას, გლიცერილფოსფორილქოლინის და დქსპანთენოლის კომბინაციას, რაც ხელს უწყობს ცრემლის მოცულობის გაზრდას და მისი სტაბილურობის გაუმჯობესებას. მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები (ვიტამინეი B12 და ვიტამინი B6) აუმჯობესებენ თვალის ზედაპირის დამცველობით შესაზლებლობებს  გარეგანი და ქირურგიული აგენტების ზემოქმედებისას.

ჩვენებები:
რქოვანას გაპოხვა და დაცვა უცხო სხეულების, გარეგანი აგენტების, ქირურგიული ჩარევის, ტრავმის  შედეგად გამოწვეული მტკივნეული სიმპტომების ან დისკომფორტის სამკურნალოდ.
ადიუვანტი – როგორც განმეორებითი ეპითელიზაციის და  რქოვანას ნეირორეპარაციის პროცესის დამხმარე.

შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილი, α- გლიცერილფოსფორილქოლინი, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), D -პანთენოლი, დინატრიუმის მარილი EDTA, N-ჰიდროქსილმეთინგლიცინატი, იზოტონური ხსნარი პჰ 7,2.

გამოყენების წესი:
ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი თითოეულ თვალში 2-3ჯერ დღეში ან თქვენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ოფთასიალის გამოყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებთან ერთად.

გაფრთხილება:
– არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია რომელიმე კომპონენტის მიმართ
– სტერილურია გახსნამდე
– გამოყენების შემდეგ ფლაკონი კარგად დახურეთ
– გახსნიდან გამოიყენება 60 დღის განმავლობაში
– არ გამოიყენეთ სეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
– ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
– არ დალიოთ!
-არ გამოიყენება თუ დაზიანებულია შეფუთვა
– არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დროს სასწრაფოდ შეწყვიტეთ გამოყენება, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს
– ჩაწვეთების დროს ფლაკონი არ უნდა ეხებოდეს თვალის ზედაპირს.

გამოშვების ფორმა: 8მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook