ოქსიმეტაზოლინი – OXYMETAZOLIN

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიმეტაზოლინი ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება სინთეზურ ადრენომიმეტურ საშუალებათა ჯგუფს. ალფა ადრენორეცეპტორების სტიმულაციის ხარჯზე, მას გააჩნია გამოხატული ხანგრძლივი ვაზოკონსტრიქციული თვისებები. მისი სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი ხასიათდება ცხვირის და დამატებითი წიაღების, აგრეთვე ევსტაქის მილის ლორწოვანის შეშუპების შემცირებაში. ამით აღდგება ცხვირით სუნთქვა, რომელიც დარღვეულია გრიპის, გაცივების და ალერგიული დაავადებების დროს.
ცხვირის და დამატებით წიაღების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების ლოკალური შევიწროება აღინიშნება ნაზოლის ცხვირის  ღრუში შესხურებიდან 5-10 წუთში, რაც აიხსნება პრეპარატის სწრაფი შეწოვით ლორწოვანი გარსიდან. შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი გრძელდება 10-12 საათი.
პრეპარატში გლიკოლების შემცველობა არბილებს გაღიზიანებული ცხვირის ღრუს ლორწოვანს და იცავს მას გამოშრობისგან. მისი t1/2 შეადგენს 5-8 დღეს და გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია ცხვირის ჰიპერემიის სიმპტომების სწრაფი, დროებითი (12 საათი) შემცირებისათვის, რომლებიც გამოწვეულია გაცივებით, სინუსიტით, თივის ცხელებით, ევსტაქიტით, ალერგიული რინიტით.

დოზირების რეჟიმი
– მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით (მოზრდილთა მეთვალყურეობის ქვეშ) რეკომენდირებული 2-3 შესხურება ცხვირის თითოეულ ნესტოში.
– განმეორებითი შესხურება რეკომენდირებული 10-12 საათში. შესასხურებლად საჭიროა სწრაფად და ძლიერად მოვუჭიროთ ფლაკონს, თავის უკან გადაწევის გარეშე. გამოყენების შემდეგ ფლაკონის თავი უნდა გაიწმინდოს.
– 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების დროს (3 დღეზე მეტი) შეიძლება აღინიშნებოდეს ტაქიფილაქსია – სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის თანდათანობითი შესუსტება, ხანდახან ვაზოდილატაციის მოვლენებით, სურდოს გაახლებით ან გაძლიერებით.

უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
* ჰიპერტონული დაავადება;
* გამოხატული ათეროსკლეროზი;
* გულის რითმის დარღვევა;
* შაქრიანი დიაბეტი;
* ჰიპერთირეოზი;
* თირეოტოქსიკოზი;
* თირკმლების დაავადება, მისი გამომყოფი ფუნქციის დარღვევით;
* შარდის გამოყოფის შეფერხება პროსტატის ჰიპერტროფიისას;
* პრეპარატი არაეფექტურია ქრონიკული გაცივების დროს, ცხვირის ძგიდის დევიაციის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის დროს. სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ოქსიმეტაზოლინის შესხურების დროს არ არის რეკომენდირებული თავის მკვეთრი გადაწევა უკან და ფლაკონის გადაბრუნება. იგი არ გამოიყენება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება
ჭარბ დოზებში ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულის რითმის დარღვევას და არტერიული წნევის მომატებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ოქსიმეტაზოლინი არ გამოიყენება სისხლძარღვების სხვა შემავიწროვებელ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან (მაო-ს ინჰიბიტორები) ერთად; ასევე სხვა ინტრანაზალურ პრეპარატებთან ერთად.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook