ამინო 18 ( კაფსულები ) – AMINO18

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


ამინო 18 ( კაფსულები ) – AMINO18 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
ყოველი კაფსულა შეიცავს ძირითადი და არაძირითადი ამინომჟავების კომპლექსს – 400 მგ ძირითადი ამინომჟავები: იზოლუცინი 4.38 მგ, ლეუცინი 9.73 მგ, ლიზინი 12.86 მგ, ჰიდროქსილიზინი 2.81 მგ, მეთიონინი 2.55 მგ, ფენილალანინი 6.5 მგ, თრეონინი 6.4 მგ, ვალინი 7.65 მგ, არაძირითადი ამინომჟავები: არგინინი 25.47 მგ, ჰისტიდინი 2.25 მგ, გლიცინი 68.24 მგ, ალანინი 28.66 მგ, სერინი 11.40 მგ, თიროზინი 0.85 მგ, ასპარტინი 18.91 მგ, გლუტამინის მჟავა 32.66 მგ, პროლინი 45.02 მგ, ჰიდროქსიპროლინი 39.73 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამინო 18 წარმოადგენს ძირითადი და არაძირითადი ამინომჟავების კარგად ბალანსირებულ კომპლექსს. ეს ამინომჟავები კარგად შეიწოვებიან და უზრუნველყოფენ ორგანიზმის აუცილებელ მოთხოვნილებას პროტეინზე. ასევე, აკმაყოფილებენ ორგანიზმის მოთხოვნილებას შესუსტებული აბსორბციის დროს. ამინო 18 ზრდის პროტეინის გამომუშავებას, რაც აუცილებელია ძირითადი მეტაბოლური პროცესებისათვის. ამინომჟავები არსებითად მნიშვნელოვანია ფერმენტების, კო – ფერმენტების, ნეირომედიატორების და იმუნოგლობულინების სინთეზისათვის; მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჭრილობების შეხორცების პროცესში. ამინომჟავების გახანგრძლივებულმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ჩამოთვლილი ძირითადი ნივთიერებების შემცირება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის შესაძლო გაუარესებით. ამინო 18- ს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის, პროტეინების უკმარისობის დროს.
ასევე, ამინომჟავები აუცილებელია სპორტსმენებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დამატებით ამინომჟავებს კუნთების შენებისთვის და აუცილებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების რეკომენდაცია:
შეიძლება იქნას გამოყენებული, როგორც ამინომჟავების დამატებითი წყარო.

გვერდითი მოვლენები:
ბად – ის ჩვენების მიხედვით და რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ არის გამოვლენილი.

დოზირების რეჟიმი:
1-2 კაფსულა 3- ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი გაორმაგება.

შეფუთვის ფორმა:
შეფუთვაში 3 სტრიპი. 10 კაფსულა ყოველ სტრიპში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი

შენახვის პირობები: ინახება ბნელ ადგილას 30 + C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას !

მწარმოებელი: არაბული კომპანია ” მეპაკო ” MEPAKO-Egipt-Enshas El Raml-Sharkeiya

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook