კაპეციტაბინ სანდოზი / Capecitabine SANDOZ

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კაპეციტაბინი/capecitabine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  იტოსტატიკი (ანტიმეტაბოლიტი)

ATX კოდი: L01BC06.
შემადგენლობა
კაპეციტაბინ სანდოზის® თითოეული ტაბლეტი 150 მგ შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს.
კაპეციტაბინ სანდოზის® თითოეული ტაბლეტი 500 მგ შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარეგნული ფორმა
დოზირება 150 მგ: ღია-ვარდისფერი, მოდიფიცირებული ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრულით ”150” და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.
დოზირება 500 მგ: ვარდისფერი, მოდიფიცირებული ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრულით ”500” და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კაპეციტაბინი წარმოადგენს არაციტოტოქსიკურ ფტორპირიმიდინის კარბამატს, რომელიც წარმოადგენს 5-ფტორურაცილის (5-ფუ) წინამორბედს, რომელსაც ციტოტოქსიკური ეფექტი გააჩნია. კაპეციტაბინი აქტივირდება რიგი რეაქციების გზით. ფერმენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს 5-ფუ-ს საბოლოო გარდაქმნაში – თიმიდინფოსფორილაზა – აღმოჩენილია უპირატესად სიმსივნურ ქსოვილებში. კაპეციტაბინს გააჩნია სინერგეტიკული ეფექტი დოცეტაქსელთან კომბინაციაში, რაც განპირობებულია თიმიდინფოსფორილაზას აქტივაციით დოცეტაქსელის ზემოქმედების ქვეშ.
მეტაბოლიზმი 5-ფუ ბლოკავს დეზოქსიურიდინის მჟავის რეაქციებს თიმიდილის მჟავამდე, ამით აბრკოლებს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზს (დნმ). 5-ფუ-ს ჩართვა იწვევს რნმ-ის და ცილების სინთეზის დათრგუნვას. რადგანაც დნმ და რნმ აუცილებელია უჯრედების დაყოფასა და ზრდისთვის, 5-ფუ იწვევს თიმიდინის დეფიციტის წარმოქმნას, რაც იწვევს ზრდის დისბალანსს და უჯრედების სიკვდილს. ეს ეფექტები ყველაზე კარგად შეიმჩნევა სიმსივნურ უჯრედებში, რომლებიც მრავლდება უფრო სწრაფად და ითვისებს 5-ფუ-ს უფრო მაღალი სიჩქარით.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა. პერორალური მიღების შემდეგ კაპეციტაბინი სწრაფად და ინტენსიურად იწოვება, ხოლო შემდეგში აქტიურად გარდაიქმნება მეტაბოლიტებად – 5’-დეზოქსი-5-ფტორციტიდინი (5’-DFCR) და 5’-დეზოქსი-5-ფტორურიდინი (5’-DFUR). საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კაპეციტაბინის ორგანიზმში შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით ახდენს ზეგავლენას 5-ფუ-ს შეწოვაზე.
განაწილება. კაპეციტაბინი, 5’-DFCR, 5’-DFUR და 5-ფუ 54%-ით, 10%-ით, 62%-ით და 10%-ით ემბის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია. კაპეციტაბინი თავდაპირველად მეტაბოლიზირდება ღვიძლის კარბოქსილესთერაზით 5’-DFCR-მდე, რომელიც შემდეგში გარდაიქმნება ციტიდინდეზამინაზით, რომელიც ლოკალიზდება უმთავრესად ღვიძლსა და სიმსივნურ ქსოვილებში, 5’-DFUR-ში. 5’-DFUR-ის შემდგომი კატალიტიკური აქტივაცია ხორციელდება თიმიდინ ფოსფორილაზას ზემოქმედების ქვეშ. კატალიტიკურ აქტივაციაში მონაწილე ფერმენტები ვლინდება არა მარტო სიმსივნურ ქსოვილებში, არამედ ნორმალურ ქსოვილებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ამ უკანასკნელებში მათი შემცველობა უფრო დაბალია. კაპეციტაბინის თანმიმდევრული ფერმენტატული ბიოტრანსფორმაცია 5-ფუ-მდე სიმსივნურ ქსოვილში კონცენტრაციის გაზრდას იწვევს.
5-ფუ შემდგომში კატაბოლიზირდება დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას ფერმენტის მეშვეობით გაცილებით ნაკლებად ტოქსიკური დიჰიდრო-5-ფტორურაცილის (FUF2) წარმოქმნასთან ერთად. მოცემული ფერმენტის უკმარისობამ შეიძლება კაპეციტაბინის მომატებული ტოქსიკურობა გამოიწვიოს.
გამოყოფა. კაპეციტაბინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად შარდში, კაპეციტაბინის დოზის 95,5% ვლინდება შარდში. განავალთან ექსკრეცია მინიმალურია. მიღებული დოზის დაახლოებით 3% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ ჯგუფებში
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით, რომელიც გამოწვეულია მეტასტაზებით ღვიძლში. მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს კაპეციტაბინის ბიოშეღწევადობა და 5-ფუ-ს ექსპოზიცია.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით. კრეატინინის კლირენსი ზეგავლენას არ ახდენს  საწყისი პრეპარატის და 5-ფუ-ს ფარმაკოკინეტიკაზე.
ხანდაზმული ასაკის პირები. ასაკი არ ახდენს ზეგავლენას 5′-DFUR-ის და 5-ფუ-ს ფარმაკოკინეტიკაზე. ფტორ-ბეტა-ალანინის კონცენტრაცია (FBAL) იზრდება ასაკთან ერთად, რაც დაკავშირებულია თირკმელების ფუნქციის შეცვლასთან.

გამოყენების ჩვენებები
კაპეციტაბინ სანდოზი® ნაჩვენებია:
• მსხვილი ნაწლავის კიბოს III სტადიაზე (C სტადიაზე დიუკის მიხედვით) ოპერაციის შემდგომ პაციენტების ადიუვანტური თერაპიისთვის;
• კოლორექტალური მეტასტაზური კიბოს მკურნალობისთვის;
• კუჭის კიბოს გვიანი სტადიების პირველი ხაზის თერაპიისას პლატინის პრეპარატის საფუძველზე რეჟიმთან კომბინაციაში.
კაპეციტაბინი დოცეტაქსელთან კომბინაციაში განკუთვნილია პაციენტების მკურნალობისთვის სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოთი ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიერ ეფექტურობის დაკარგვის შემდეგ. თერაპიის წინმსწრები სქემები თავის თავში უნდა მოიცავდნენ ანტრაციკლინებს.
კაპეციტაბინი აგრეთვე, ნაჩვენებია მონოთერაპიაში პაციენტების მკურნალობისთვის სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოთი ტაქსანებით და ანტრაციკლინებით ქიმიოთერაპიის მიერ ეფექტურობის დაკარგვის შემდეგ, ან ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთათვისაც შემდგომი თერაპია ანტრაციკლინებით ნაჩვენები არ არის.

უკუჩვენებები
• მძიმე და მოულოდნელი რეაქციები ფტორპირიმიდინებით მკურნალობაზე ანამნეზში.
• მომატებული მგრძნობელობა კაპეციტაბინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, ასევე ფტორურაცილის მიმართ.
• დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზის უკმარისობა.
• ორსულობა და ლაქტაცია.
• მძიმე ხარისხის ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია.
• მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობა.
• მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე დაბალია).
• მკურნალობა სორივუდინით ან ქიმიურად მსგავსი პრეპარატებით, როგორიცაა ბრივუდინი.
თერაპიის კომბინირებული რეჟიმის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების მიმართ უკუჩვენებების არსებობისას, ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული.

გამოყენების წესი და დოზები
მონოთერაპია
კოლორექტალური კიბო და სარძევე ჯირკვლის კიბო
მონოთერაპიისას მსხვილი ნაწლავის კიბოს ადიუვანტური თერაპიისას, მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს ან სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად-გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მკურნალობისას, კაპეციტაბინის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 1250 მგ/მ2 და მიიღება ორჯერ დღეში (დილა-საღამოს; საერთო სადღეღამისო დოზა – 2500 მგ/მ2) 14 დღის განმავლობაში მომდევნო 7-დღიანი შესვენებით. ადიუვანტური თერაპიის ხანგრძლივობა მსხვილი ნაწლავის III სტადიის კიბოს არსებობისას, სულ 6 თვეს შეადგენს.
კომბინირებული თერაპია
კოლორექტალური კიბო და კუჭის კიბო
კომბინირებულ თერაპიაში კაპეციტაბინის რეკომენდირებული საწყისი დოზა უნდა იყოს შემცირებული 800-1000 მგ/მ2-მდე, დღეში ორჯერ, 14 დღის განმავლობაში მომდევნო 7-დღიანი შესვენებით, ან 625 მგ/მ2-მდე, დღეში ორჯერ უწყვეტი მიღებისას. ირინოტეკანთან კომბინაციისთვის (დოზით 200 მგ/მ2 1 დღეს) რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 800 მგ/მ2, დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში მომდევნო 7-დღიანი შესვენებით. ბევაციზუმაბის კომბინაციაში ჩართვა არ ახდენს ზეგავლენას კაპეციტაბინის საწყის დოზაზე. ცისპლატინთან კომბინირებისას პრემედიკაცია ადექვატური ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტის გასაწევად უნდა დაიწყოთ ცისპლატინის შეყვანამდე. ოქსალიპლატინთან კომბინირებისას რეკომენდირებულია პრემედიკაცია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით. ადიუვანტური თერაპიის ხანგრძლივობა მსხვილი ნაწლავის III სტადიის კიბოს არსებობისას სულ 6 თვეს შეადგენს.
სარძევე ჯირკვლის კიბო
დოცეტაქსელთან კომბინაციაში (რომელიც გამოიყენება დოზით 75 მგ/მ2 1-საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით, ყოველ 3 კვირაში ერთხელ) კაპეციტაბინის რეკომენდირებული საწყისი დოზა სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს მკურნალობისას შეადგენს 1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში მომდევნო 7-დღიანი შესვენებით. პრემედიკაცია პერორალური კორტიკოსტეროიდებით, როგორიცაა დექსამეტაზონი, უნდა დაწყებული იქნას მოცემულ შემთხვევაში დოცეტაქსელის შეყვანამდე.
კაპეციტაბინის დოზების გაანგარიშება
ცხრილი 1. სტანდარტული და შემცირებული დოზის გაანგარიშება (საწყისი დოზის დონისთვის 1250 მგ/მ2) სხეულის ზედაპირის ფართობის შესაბამისად

  დოზის დონე 1250 მგ/მ2  (დღეში ორჯერ)
  სრული დოზა

 

1250 მგ/მ2

150 მგ და/ან 500 მგ ტაბლეტების რაოდენობა ერთ მიღებაზე (ყოველი მიღება ხორციელდება ყოველ დილით და ყოველ საღამოს) შემცირებული

დოზა (75 %)

 

950 მგ/მ2

შემცირებული

დოზა (50 %)

 

625 მგ/მ2

სხეულის ზედაპირის ფართობი (მ2) დოზა ერთ მიღებად (მგ)  

150 მგ

 

500 მგ

დოზა ერთ მიღებად (მგ) დოზა ერთ მიღებად (მგ)
≤ 1,26 1500 3 1150 800
1,27 – 1,38 1650 1 3 1300 800
1,39 – 1,52 1800 2 3 1450 950
1,53 – 1,66 2000 4 1500 1000
1,67 – 1,78 2150 1 4 1650 1000
1,79 – 1,92 2300 2 4 1800 1150
1,93 – 2,06 2500 5 1950 1300
2,07 – 2,18 2650 1 5 2000 1300
≤ 2,19 2800 2 5 2150 1450

ცხრილი 2.  კაპეციტაბინის სტანდარტული და შემცირებული დოზის გაანგარიშება (საწყისი დოზის დონისთვის 1000 მგ/მ2) სხეულის ზედაპირის ფართობის შესაბამისად

  დოზის დონე 1000 მგ/მ2  (დღეში ორჯერ)
  სრული დოზა

 

1000 მგ/მ2

150 მგ და/ან 500 მგ ტაბლეტების რაოდენობა ერთ მიღებაზე (ყოველი მიღება ხორციელდება ყოველ დილით და ყოველ საღამოს) შემცირებული

დოზა (75 %)

 

750 მგ/მ2

შემცირებული

დოზა (50 %)

 

500 მგ/მ2

სხეულის ზედაპირის ფართობი (მ2) დოზა ერთ მიღებად (მგ)  

150 მგ

 

500 მგ

დოზა ერთ მიღებად (მგ) დოზა ერთ მიღებად (მგ)
≤ 1,26 1150 1 2 800 600
1,27 – 1,38 1300 2 2 1000 600
1,39 – 1,52 1450 3 2 1100 750
1,53 – 1,66 1600 4 2 1200 800
1,67 – 1,78 1750 5 2 1300 800
1,79 – 1,92 1800 2 3 1400 900
1,93 – 2,06 2000 4 1500 1000
2,07 – 2,18 2150 1 4 1600 1050
≤ 2,19 2300 2 4 1750 1100

ტოქსიკურობის კორიგირება შესაძლებელია სიმპტომატური მკურნალობის და/ან დოზის მოდიფიცირების (მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირების) მეშვეობით. დოზის შემცირების შემდეგ, შეუძლებელია მისი გაზრდა. ტიქსიკურობის მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ ატარებენ სერიოზულ ხასიათს, მაგალითად, ალოპეციები, გემოს აღქმის ცვლილებები, ფრჩხილების ცვლილებები, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს იმავე დოზით პრეპარატის მიღების შემცირების ან შეწყვეტის გარეშე. საშუალო ან მძიმე ხარისხის ტოქსიკურობის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა. ტოქსიკურობის გამო გამოტოვებული კაპეციტაბინის მიღებები არ უნდა იქნას კომპენსირებული. ქვემოთ მოყვანილია რეკომენდაციები დოზის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით ტოქსიკურობის შემთხვევავაში:
ცხრილი 3. კაპეციტაბინის დოზის შემცირების სქემა (3-კვირიანი ციკლი ან უწყვეტი მიღება)

ტოქსიკურობის ხარისხი დოზის შეცვლა მკურნალობის ციკლის განმავლობაში დოზის კორექცია მომდევნო ციკლისთვის/დოზისთვის (საწყისი დოზის %)
·         ხარისხი 1 დოზის დონის შენარჩუნება დოზის დონის შენარჩუნება
·         ხარისხი 2
–          გამოჩენა პირველად თერაპია უნდა შეწყდეს, სანამ ტოქსიკურობის ხარისხი არ შემცირდება 0-1-მდე 100 %
–          გამოჩენა მეორედ 75 %
–          გამოჩენა მესამედ 50 %
–          გამოჩენა მეოთხედ თერაპია უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს გამოყენებადი არ არის
·         ხარისხი 3
–          გამოჩენა პირველად თერაპია უნდა შეწყდეს, სანამ ხარისხი არ შემცირდება 0-1-მდე 75 %
–          გამოჩენა მეორედ 50 %
–          გამოჩენა მესამედ თერაპია უნდა შეწყდეს  და აღარ განახლდეს გამოყენებადი არ არის
·         ხარისხი 4
–          გამოჩენა პირველად თერაპია უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს ანდა

თუ ექიმი მიზანშეწონილად თვლის პაციენტის ინტერესებში თერაპიის გაგრძელებას, მაშინ უნდა შეწყდეს, სანამ ტოქსიკურობის ხარისხი არ შემცირდება 0-1-მდე

50 %
–          გამოჩენა მეორედ თერაპია უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს გამოყენებადი არ არის

ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა: პაციენტები ნეიტროფილების საწყისი რაოდენობით <1,5 x 109/ლ და/ან თრომბოციტების შემცველობით <100 x 109/ლ კაპეციტაბინით მკურნალობას არ ექვემდებარება. თუ ნეიტროფილების რაოდენობა 1,0 x 109/ლ-ზე ნაკლებია ან თრომბოციტების რაოდენობა 75 x 109/ლ-ზე ნაკლებია, აუცილებელია შეწყდეს კაპეციტაბინით მკურნალობა.
ტოქსიკურობასთან დაკავშირებული დოზის მოდიფიკაციები, როდესაც კაპეციტაბინი გამოიყენება 3-კვირიანი ციკლებით სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან კომბინაციაში: დოზის მოდიფიკაციები, როდესაც კაპეციტაბინი გამოიყენება 3-კვირიანი ციკლებით სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან კომბინაციაში, უნდა განხორციელდეს ზემოთ წარმოდგენილი ცხრილი 3-ის შესაბამისად. თუ მკურნალობის კურსის დასაწყისში ნაჩვენებია ან კაპეციტაბინით, ანდა ნებისმიერი სხვა სამკურნალწამლო საშუალებებით მკურნალობის დაწყების გადადება, ყველა სამკურნალწამლო საშუალების გამოყენება უნდა გადაიდოს იმ დრომდე, სანამ შესაძლებელი გახდება მოთხოვნების შესრულება ყველა სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების გასაახლებლად. მკურნალობის კურსის დროს იმ ტოქსიკური ეფექტისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული კაპეციტაბინთან, კაპეციტაბინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს, ხოლო სხვა სამკურნალწამლო საშუალების დოზები უნდა დაკორექტირდეს. თუ სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შეწყვეტა აუცილებელია განახლების გარეშე, მაშინ კაპეციტაბინის გამოყენება შეიძლება განახლდეს მაშინ, როდესაც შესრულდება კაპეციტაბინით მკურნალობის გასაახლებლად საჭირო მოთხოვნები.
დოზის მოდიფიკაციები, როდესაც კაპეციტაბინი გამოიყენება მუდმივად სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან კომბინაციაში, უნდა განხორციელდეს ცხრილი 3-ის შესაბამისად.
დოზების კორექცია განსაკუთრებული ჯგუფებისთვის
ღვიძლის უკმარისობა: საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო რეკომენდაციები დოზის კორექციასთან დაკავშირებით არ არსებობს.
თირკმელების უკმარისობა: კაპეციტაბინი წინააღმდეგ ნაჩვენებია მძიმე თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (საწყისი კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია. მე-3 ან მე-4 ხარისხის არასასურველი რეაქციების სიხშირე პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით (საწყისი კრეატინინის კლირენსი 30 – 50 მლ/წთ) მომატებულია. პაციენტებისთვის მკურნალობის დაწყებამდე არსებული თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით საწყისი დოზით 1250 მგ/მ2 რეკომენდირებულია დოზის შემცირება 75 %-მდე. პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე არსებული თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით საწყისი დოზით 1000 მგ/მ2 დოზის შემცირება არ მოითხოვება. პაციენტებში ზომიერი თირკმლის უკმარისობით (საწყისი კრეატინინის კლირენსი 51 – 80 მლ/წთ) საწყისი დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. თუ მკურნალობის დროს პაციენტს განუვითარდება მე-2, მე-3 ან მე-4 ხარისხის არასასურველი რეაქციები, რეკომენდირებულია საგულდაგულო კონტროლი და მკურნალობის დროული შეწყვეტა შემდგომში დოზის კორექციით, როგორც ეს მითითებულია ზემოთ მოყვანილ ცხრილში 3. თუ გაანგარიშებული კრეატინინის კლირენსი მკურნალობის დროს მცირდება 30 მლ/წთ-ზე დაბალ მნიშვნელობამდე, მკურნალობა კაპეციტაბინით უნდა შეწყდეს. ეს რეკომენდაციები დოზის კორექციის თაობაზე თირკმელების უკმარისობის დროს მიეკუთვნება როგორც მონოთერაპიას, ისე კომბინირებულ თერაპიასაც.
ხანდაზმული ასაკის ადამიანები:
კაპეციტაბინით მონოთერაპიაში მკურნალობის დროს საწყისი დოზის კორექტირება არ მოითხოვება. მიუხედავად ამისა, მე-3 ან მე-4 ხარისხის არასასურველი რეაქციები უფრო ხშირად უჩნდებოდათ ≥60 წლის ასაკის პაციენტებს ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.
დოცეტაქსელთან კომბინაციაში. 60 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდირებულია კაპეციტაბინის საწყისი დოზის 75 %-მდე (950 მგ/მ2 ორჯერ დღეში). 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ტოქსიკურობის არ არსებობისას, როდესაც ისინი კაპეციტაბინს იღებენ შემცირებული საწყისი დოზით დოცეტაქსელთან კომბინაციაში, კაპეციტაბინის დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 1250 მგ/მ2 -მდე ორჯერ დღეში.
ბავშვები. მონაცემები კაპეციტაბინის გამოყენების შესახებ ბავშვებში კოლორექტალური კიბოს, კუჭის და სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს არ არსებობს.

გამოყენების წესი
კაპეციტაბინის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ, წყლის დაყოლებით, 30 წუთის განმავლობაში ჭამის შემდეგ.
შესაძლო არასასურველი ეფექტები
ყველაზე ხშირად გავრცელებულ და/ან კლინიკურად მნიშნელოვან მკურნალობასთან დაკავშირებულ არასასურველ წამლისმიერ რეაქციებს წარმოადგენს კუჭ-ნაწლავური აშლილობები (განსაკუთრებით, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სტომატიტი),  ხელისგულის-ქუსლის სინდრომი (ხელისგულის-ქუსლის ერითროდიზესთეზია), მომატებული დაღლილობა, ასთენია, ანორექსია, კარდიოტოქსიკურობა, თირკმლის დისფუნქციის გამწვავება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში და თრომბოზი/ემბოლია.
ცხრილები გვერდითი რეაქციების მოკლე აღწერით
ცხრილებში გამოყენებულია რეაქციების სიხშირის შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არც ისე ხშირად (≥1/1 000, <1/100) და იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000). თითოეულ სიხშირის ჯგუფში რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
მონოთერაპია კაპეციტაბინით
ცხრილში მოყვანილია რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია კაპეციტაბინით გამოყენებასთან მონოთერაპიაში.

ორგანიზმის სისტემა ძალიან ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

არც ისე ხშირი

 

მძიმე და/ან სიცოცხლისთვის სახიფათო (3-4 ხარისხის) ან მნიშვნელოვნად მიჩნეული სამედიცინო თვალსაზრისით

ინფექციები და ინვაზიები ჰერპეს-ვირუსული ინფექცია, ნაზოფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია სეპსისი, შარდგამომყოფი გზების ინფექცია, ჰიპო-დერმიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, პირის ღრუს კანდიდოზი, გრიპი, გასტროენტერიტი, სოკო-ვანი ინფექციები, ინფექ-ციები, კბილის აბსცესი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არაკლასიფიცირებული ახალწარმონაქმნები ლიპომა
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან ნეიტროპენია, ანემია ფებრილური ნეიტროპე-ნია, პანციტოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზუ-რი ანემია, საერთაშო-რისო ნორმალიზებული დამოკიდებულების (სნდ) / პროთრომბინული დროის მომატება
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან ანორექსია გაუწყლოება, სხეულის მასის შემცირება შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოკალიემია, მადის დარღვევა, კვების ნაკლებობა, ჰიპერტრიგლიცერიდემია
ფსიქიკური აშლილობები უძილობა, დეპრესია არეული ცნობიერება, პანიკური აშლილობის შეტევები, დათრგუნული განწყობა, დაქვეითებული ლიბიდო
ორგანიზმის სისტემა ძალიან ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

არც ისე ხშირი

 

მძიმე და/ან სიცოცხლისთვის სახიფათო (3-4 ხარისხის) ან მნიშვნელოვნად მიჩნეული სამედიცინო თვალსაზრისით

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან თავის ტკივილი, მოდუნებულობა, თავბრუსხვევა, პარესთეზიები, დისგევზია აფაზია, მეხსიერების დარღვევები, ატაქსია, გულის წასვლა, წონასწორობის დარღვევები, სენსორული აშლილობები, პერიფერიული ნევროპათია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან გაძლიერებული ცრემლდენა, კონიუქტივიტი, თვალების გაღიზიანება მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დიპლოპია
დარღვევები სმენის ორგანოების და წონასწორობის მხრიდან თავბრუსხვევა, ტკივილი ყურების არეში
დარღვევები გულის მხრიდან არასტაბილური სტენოკარდია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია, მოციმციმე არითმია, არითმია, ტაქიკარდია, სინუსური ტაქიკარდია, გულისცემა
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან თრომბოფლებიტი ღრმა ვენების თრომბოზი, არტერიული ჰიპერთენზია, პეტექიები, ჰიპოტენზია, წამოხურებები, ცივი კიდურები

 

დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრიდან ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, სურდო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, პნევმოთორაქსი, სისხლხველება, ბრონქული ასთმა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას
ორგანიზმის სისტემა ძალიან ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

არც ისე ხშირი

 

მძიმე და/ან სიცოცხლისთვის სახიფათო (3-4 ხარისხის) ან მნიშვნელოვნად მიჩნეული სამედიცინო თვალსაზრისით

დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრიდან დიარეა, ღებინება, გულისრევა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე ნაწლავთა გაუვალობა, ასციტი, ენტერიტი, გასტრიტი, დისფაგია, ტკივილი  ჰიპოგასტრა-ლურ არეში, ეზოფა-გიტი, დისკომფორტი მუცლის არეში, გასტროეზოფაგეა-ლური რეფლუქსური დაავადება, კოლიტი, სისხლნარევი განავალი
დარღვევები ღვიძლის და ნაღველგამომყოფი გზების მხრიდან ჰიპერბილირუბინე-მია, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მხრიდან სიყვითლე
ცვლილებები კანის და კანქვეშაცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან ხელისგულის-ქუსლის ერითროდიზესთე-ზიის სინდრომი გამონაყარი, ალოპეცია, ერითემა, კანის სიმშრალე, ქავილი, კანის ჰიპერპიგმენტაცია, მაკულოზური გამონაყარი, კანის ქერცვლა, დერმატი-ტი, პიგმენტაციის დარღვევები, ფრჩხი-ლების ცვლილებები ბებერები, კანის წყლული, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტო-მგრძნობელობის რეაქციები, ხელისგუ-ლის ერითემა, სახის შეშუპება, პურპურა, ადგილობრივი ანთებითი რეაქციის სინდრომი ადრე დასხივბულ მიდამოში
დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან ტკივილი კიდურებ-ში, ტკივილი ზურგის არეში, ტკივილი სახსრებში სახსრების შეშუპება, ტკივილები ძვლებში, სახის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი შებოჭილო-ბა, კუნთოვანი სისუსტე
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრიდან ჰიდრონეფროზი, შარდის შეუკავებლობა, ჰემატურია, ნიქტურია, სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება
ორგანიზმის სისტემა ძალიან ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

არც ისე ხშირი

 

მძიმე და/ან სიცოცხლისთვის სახიფათო (3-4 ხარისხის) ან მნიშვნელოვნად მიჩნეული სამედიცინო თვალსაზრისით

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან ვაგინალური სისხლდენა
საერთო დარღვევები და არასასურველი მოვლენები შეყვანის ადგილას დაღლილობა, ასთენია ჰიპერთერმია, პერი-ფერიული შეშუპე-ბები, ტკივილი მკერდის არეში შეშუპებები, ჟრჟოლა, გრიპის მსგავსი სინდ-რომი, ჟრჟოლა, სხეულის ტემპერატუ-რის მომატება

კაპეციტაბინი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში
ცხრილში ჩამოთვლილია რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია კაპეციტაბინის გამოყენებასთან ქიმიოთერაპიის სხვადასხვა სქემებთან კომბინაციაში. არასასურველი წამლისმიერი რეაქციები (აწრ), რომლებიც არ აღინიშნებოდა კაპეციტაბინის გამოყენებისას მონოთერაპიაში ან გავრცელებული იყო უფრო მაღალი სიხშირით კაპეციტაბინის მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით, ჩართულია შესაბამის სიხშირის ჯგუფებში. ზოგიერთი აღნიშნული რეაქცია წარმოადგენს რეაქციებს, რომლებიც ხშირად აღინიშნება კომბინირებული ქიმიოთერაპიის გამოყენებისას (მაგალითად, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია – დოცეტაქსელთან ან ოქსალიპლატინთან კომბინირების ფონზე, არტერიული ჰიპერთენზია – ბევაციზუმაბთან კომბინირებისას), მაგრამ არ შეიძლება მათი გამწვავების გამორიცხვა კაპეციტაბინის თერაპიის ფონზე.

ორგანიზმის სისტემა ძალიან ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ინფექციები და ინვაზიები სარტყლისებრი ჰერპესი, შარდგამომყოფი გზების ინფექციები, პირის ღრუს კანდიდოზი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რინიტი, გრიპი, ინფექცია, ჰერპესი ტუჩებზე
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან ნეიტროპენია, ლეკოპენია, ანემია, ფებრილური ნეიტრო-პენია, თრომბოციტოპენია მიელოსუპრესია, ფებრილუ-რი ნეიტროპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან ჰიპერმგრძნობელობა

 

 

ორგანიზმის სისტემა

 

ძალიან ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან მადის დაქვეითება ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიე-მია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალ-ციემია, ჰიპერგლიკემია
ფსიქიკური აშლილობები ძილის დარღვევა, შფოთვა
დარღვევები  ნერვული სისტემის მხრიდან პარესთეზია, დიზესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, გემოს ცვლილე-ბა, თავის ტკივილი ნეიროტოქსიკურობა, ტრემორი, ნევრალგია, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჰიპესთეზია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან ცრემლდენის გაძლიერება მხედველობის აშლილობა, თვალების სიმშრალე, ტკივილი თვალების არეში, მხედველობის დარღვევები, მხედველობის არასიმკვეთრე
დარღვევები სმენის ორგანოების და წონასწორობის მხრიდან ზანზარი ყურებში, სმენის დაქვეითება
დარღვევები გულის მხრიდან წინაგულების ფიბრილაცია, იშემია/მიოკარდიუმის ინფარქტი
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან ქვედა კიდურების შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, ემბოლია და თრომბოზი ჰიპერემია, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტონიული კრიზი, წამოხურებები, ფლებიტი
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრიდან ტკივილი ყელში, ხახის დიზესთეზია სლოკინი, ხახის და ხორხის ტკივილი, დისფონია
დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრიდან ყაბზობა, დისპეფსია სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილე-ბებიდან, წყლულები პირში, გასტრიტი, მუცლის შებერი-ლობა, გასტროეზოფაგეალუ-რი რეფლუქსის დაავადება, ტკივილი პირის არეში, დის-ფაგია, რექტალური სისხლ-დენა, ტკივილი მუცლის არე-ში, ორალური დიზესთეზია, ორალური პარესთეზიე-ბი, პირის ღრუს ჰიპესთეზია, დი-სკომფორტი მუცლის არეში
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ცვლილებები კანის და კანქვეშაცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან ალოპეცია, ფრჩხილების დაზიანება ჰიპერჰიდროზი, ერითემატო-ზული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ღამის ოფლიანობა
ორგანიზმის სისტემა

 

ძალიან ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

ხშირი

 

ნებისმიერი ხარისხის

დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან მიალგია, ართრალგია, ტკივილი კიდურებში ტკივილი ყბის არეში, კუნთო-ვანი სპაზმები, ტრიზმი, კუნთოვანი სისუსტე
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრიდან ჰემატურია, პროტეინურია, კრეატინინის კლირენსის შემცირება, დიზურია
საერთო დარღვევები და არასასურველი მოვლენები შეყვანის ადგილას ჰიპერთერმია, სისუსტე, მოდუნებულობა, ტემპერა-ტურის აუტანლობა ლორწოვანი გარსის ანთება, ტკივილი კიდურებში, ტკივილი, ჟრჟოლა, ტკივილი მკერდის არეში, გრიპისმაგ-ვარი სიმპტომები, სხეულის ტემპერატურის მომატება, ინფუზიური რეაქციები, რეაქციები ინექციის ადგი-ლას, ტკივილი ინფუზიის ადგილას, ტკივილი ინექციის ადგილას
ტრავმები, მოწამლვები და პროცედურული გართულებები დაჟეჟილობა

გამოყენების გამოცდილება პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში
შემდეგი დამატებითი სერიოზული არასასურველი რეაქციები გამოვლინდა კაპეციტაბინის გამოყენებისას მისი რეგისტრაციის შემდეგ:

ორგანიზმის სისტემა იშვიათი ძალიან იშვიათი
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან საცრემლე სადინრის სტენოზი  
დარღვევები გულის მხრიდან პარკუჭების ფიბრილაცია, QT ინტერვალის გახანგრძლივე-ბა, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია, ვაზოსპაზმი  
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტატური ჰეპატიტი  
ცვლილებები კანის და კანქვეშაცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან კანის წითელი მგლურა მძიმე კანის რეაქციები, როგო-რიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრიდან გაყწყლოებით განპირობე-ბული მწვავე თირკმლის უკმარისობა  

ჭარბი დოზირება
მწვავე ჭარბი დოზირების გამოვლინებები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ლორწოვანი გარსების ანთება, კუჭ-ნაწლავური გაღიზიანება და სისხლდენა, ასევე მიელოსუპრესია. ტარდება სტანდარტული სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია, რომელიც მიმართულია არსებული კლინიკური გამოვლინებების კორექციაზე და მათი სავარაუდო გართულებების თავიდან აცილება.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კაპეციტაბინი ახდენს უმნიშვნელო ან ზომიერ ზემოქმედებას ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. კაპეციტაბინმა თქვენში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, დაღლილობის და გულისრევის შეგრძნება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები
ციტოქრომის სუბსტრატები P-450 2C9. როდესაც კაპეციტაბინი გამოყენება 2C9 სუბსტრატებთან (მაგალითად, ფენიტოინთან) კომბინაციაში, უნდა დაიცვათ სიფრთხილე.
ანტიკოაგულანტები – კუმარინის წარმოებულები. კაპეციტაბინის მიმღებ პაციენტებში ანტიკოაგულანტებთან – კუმარინის წარმოებულებთან კომბინაციაში, როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, შეიძლება შეეცვალოს სისხლის შედედების პარამეტრები და/ან სისხლდენის ხანგრძლივობა. ეს რეაქციები შესაძლებელია რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვემდე განმავლობაში კაპეციტაბინით მკურნალობის დაწყების შემდეგ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – ერთი თვის განმავლობაში კაპეციტაბინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. პაიენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს – კუმარინის წარმოებულებს – კაპეციტაბინთან ერთად, უნდა მუდმივად იყონ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ სისხლის შედედების პარამეტრების შეცვლის თაობაზე, ხოლო ანტიკოაგულანტის დოზა ექვემდებარება კორექციას.
ფენიტოინი. პაციენტებში, რომლებიც ფენიტოინთან ერთად იღებენ კაპეციტაბინს, აუცილებელია ფენიტოინის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში მისი მომატების თაობაზე.
ფოლინის/ფოლის მჟავა. ფოლინის მჟავა არ ახდენს შესამჩნევ გავლენას კაპეციტაბინის და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკაზე. მაგრამ ფოლინის მჟავა ახდენს ზეგავლენას მის ფარმაკოდინამიკაზე. შესაძლებელია ტოქსიკურობის მომატება 5-ფუ/ლეიკოვორინის კომბინაციიდან კაპეციტაბინზე გადაყვანისას. ამას ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს, თუ ფოლის მჟავა გამოიყენება ფოლატების დეფიციტის აღსადგენად, რაც განპირობებულია ფოლინის და ფოლის მჟავების ქიმიური მსგავსებით.
სორივუდინი და მისი ანალოგები. სორივუდინი ურთიერთმოქმედებს 5-ფუ-თან, დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზის ინჰიბირების მეშვეობით. ეს იწვევს ფტორპირიმიდინის ტოქსიკურობის მომატებას და პოტენციურად შეუძლია ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ამასთან დაკავშირებით კაპეციტაბინი არ უნდა იქნას გამოყენებული სორივუდინთან ან ქიმიურად მსგავს პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ბრივუდინი. აუცილებელია მოლოდინი სულ მცირე, 4 კვირის განმავლობაში სორივუდინით ან ქიმიურად მსგავსი პრეპარატებით (როგორიცაა ბრივუდინი) მკურნალობის დასასრულსა და კაპეციტაბინით მკურნალობის დასაწყისს შორის.
ანტაციდი. ანტაციდთან ერთად გამოყენებისას, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს და მაგნიუმის ჰიდროქსიდს, აღინიშნება კაპეციტაბინის კონცენტრაციის და მისი ერთ-ერთი მეტაბოლიტის მცირე მომატება სისხლის პლაზმაში.
ალოპურინოლი. ალოპურინოლი ამცირებს 5-ფუ-ს ეფექტურობას. უნდა მოერიდოთ ალოპურინოლის და კაპეციტაბინის ერთდროულ გამოყენებას.
ინტერფერონ ალფა. ინტერფერონ ალფა-2ა ამცირებს კაპეციტაბინის მინიმალურ ასატან დოზას.
სხივური თერაპია. სხივური თერაპია ამცირებს კაპეციტაბინის მინიმალურ ასატან დოზას.
ოქსალიპლატინი. კაპეციტაბინის და მისი მეტაბოლიტების ექსპოზიციის, ასევე თავისუფალი ან საერთო პლატინას არანაირი კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, როდესაც კაპეციტაბინი შეიყვანებოდა ოქსალიპლატინთან ან ოქსალიპლატინთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში, აღნიშნული არ იყო.
ბევაციზუმაბი. ბევაციზუმაბის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა კაპეციტაბინის ან მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე ოქსალიპლატინის თანდასწრებით აღნიშნული არ იყო.
საკვების მიღების ზეგავლენა
კაპეციტაბინის მიღება რეკომენდირებულია ჭამის დროს. მიღება საკვებთან ერთად ამცირებს კაპეციტაბინის ორგანიზმში შეწოვის სიჩქარეს.

ორსულობა და ლაქტაცია
შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის რეკომენდირებულია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდის გამოყენება.
ორსულობა. კაპეციტაბინმა შეიძლება მიაყენოს ზიანი ემბრიონს. კაპეციტაბინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ლაქტაცია. ლაქტაცია კაპეციტაბინით მკურნალობისას უნდა შეწყვეტილი იქნას.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
დოზა-შემზღუდავი ტოქსიკური ეფექტები მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, გულისრევას, სტომატიტს და ხელისგულის-ქუსლის სინდრომს. არასასურველი რეაქციების უმეტესობა შექცევადია და არ მოითხოვს თერაპიის აუცილებელ შეწყვეტას, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების გამოტოვება ან მისი დოზის შემცირება.
დიარეა. მძიმე ფორმის დიარეის მქონე პაციენტები უნდა იყონ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ და გაუწყლოების შემთხვევაში მიიღონ ჩანაცვლებითი ინფუზიური თერაპია და ელექტროლიტური მხარდაჭერა. შესაძლებელია სტანდარტული დიარეის საწინააღმდეგო მკურნალობის გამოყენება (მაგალითად, ლოპერამიდი). მე-2 ხარისხის დიარეა განისაზღვრება როგორც კუჭის მოქმედების სიხშირის მომატება 4-დან 6 ჯერამდე დღეში ან ღამის კუჭის მოქმედება, მე-3 ხარისხის დიარეა – როგორც კუჭის მოქმედების სიხშირის მომატება 7-დან 9 ჯერამდე დღეში ან განავლის შეუკავებლობა და ორგანიზმში შეწოვის დარღვევა. მე-4 ხარისხის დიარეა – როგორც განავლის სიხშირის მომატება ≥10-ჯერ დღეში, სისხლიანი ფაღარათი ან პარენტერალური შემანარჩუნებელი თერაპიის აუცილებლობა. აუცილებლობისას რეკომენდირებულია კაპეციტაბინის დოზის შემცირება.
გაუწყლოება. აუცილებელია გაუწყლოების თავიდან აცილება ან კუპირება თავდაპირველად. პაციენტები ანორექსიით, ასთენიით, გულისრევით, ღებინებით ან დიარეით მიდრეკილნი არიან სწრაფი გაუწყლოების მიმართ. გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე თირკმლის უკმარისობა, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების უკვე არსებული დარღვევით ან იმ შემთხვევაში, როდესაც კაპეციტაბინი გამოიყენება პრეპარატებთან ერთად, რომელთა შესახებ უკვე ცნობილია, რომ ისინი ახდენენ ნეფროტოქსიკურ მოქმედებას. მწვავე თირკმლის უკმარისობა, მეორადი გაუწყლოების მიმართ, შეიძლება პოტენციურად ლეტალური იყოს. მე-2 (ან უფრო მაღალი) ხარისხის გაუწყლოების შემთხვევაში მკურნალობა კაპეციტაბინით აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს და მოხდეს გაუწყლოების კუპირება. მკურნალობა არ უნდა განახლდეს იქამდე, სანამ არ გადაწყდება პაციენტის გაუწყლოების პრობლემა, ხოლო ნებისმიერი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის განვითარებას, არ იქნება აყვანილი კონტროლის ქვეშ ან აღმოფხვრილი.
ხელისგულის-ქუსლის სინდრომი. 1 ხარისხის ხელისგულის-ქუსლის სინდრომი განისაზღვრება როგორც დაბუჟება, დიზესთეზია/პარესთეზია, ჩხვლეტა, ხელის მტევნების და/ან ფეხის ტერფების უმტკივნეულო შეშუპება ან შეწითლება, და/ან დისკომფორტი, რომელიც არ არღვევს პაციენტის ნორმალურ აქტივობას.
მე-2 ხარისხის ხელისგულის-ქუსლის სინდრომი – ესაა ხელის მტევნების და/ან ფეხის ტერფების უმტკივნეულო შეწითლება და შეშუპებები, და/ან დისკომფორტი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე.
მე-3 ხარისხის ხელისგულის-ქუსლის სინდრომი – ესაა უპირატესად ტენიანი დესკვამაცია, დაწყლულება, ბებერები და ძლიერი ტკივილები ხელის მტევნებსა და/ან ფეხის ტერფებში, და/ან ძლიერი დისკომფორტი, რომელიც იწვევს პაციენტის შრომისუნარიანობის ან ყოველდღიური აქტივობის განხორციელების უნარის დაკარგვას. მე-2 ან მე-3 ხარისხის ხელისგულის-ქუსლის სინდრომის განვითარების შემთხვევაში კაპეციტაბინის მიღება უნდა შეწყდეს იქამდე, სანამ აღნიშნული მოვლენა არ გადაწყდება ან არ შემცირდება 1 ხარისხის შესაბამის დონემდე. მე-3 ხარისხის ხელისგულის-ქუსლის სინდრომის შემდეგ კაპეციტაბინის მომდევნო დოზები უნდა შემცირდეს. კაპეციტაბინით და ცისპლატინით კომბინირებული თერაპიისას B6 ვიტამინის (პირიდოქსინის) გამოყენება ხელისგულის-ქუსლის სინდრომის სიმპტომატური ან მეორადი პროფილაქტიკური მკურნალობისთვის რეკომენდირებული არ არის, რადგანაც გამოქვეყნებული მონაცემები ცისპლატინის ეფექტურობის შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებენ. ხელისგულის-ქუსლის სინდრომის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება დექსპანტენოლი.
კარდიოტოქსიკურობა. კაპეციტაბინის მიმღებ პაციენტებში აღინიშნებოდა გულის არითმიები (მათ შორის, პარკუჭების ფიბრილაცია, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ბრადიკარდია), სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა და კარდიომიოპათია. უნდა დაიცვათ სიფრთხილე პაციენტებში, რომელთა ანამნეზში აღინიშნება გულის მძიმე დაავადებები, არითმიები და სტენოკარდიები.
ჰიპო- ან ჰიპერკალციემია. კაპეციტაბინით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა ჰიპო- და ჰიპერკალციემია. ჰიპო- და ჰიპერკალციემიის მქონე პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.
ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.  ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობისას, მაგალითად, თავის ტვინში მეტასტაზებით ან ნეიროპათიით, უნდა დაიცვათ სიფრთხილე.
შაქრიანი დიაბეტი ან ელეტროლიტური ბალანსის დარღვევები. უნდა დაიცვათ სიფრთხილე შაქრიანი დიაბეტი ან ელეტროლიტური ბალანსის დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას, რადგანაც კაპეციტაბინით მკურნალობისას ასეთი დაავადებები შეიძლება გამწვავდეს.
კუმარინის წარმოებულებით ანტიკოაგულანტური თერაპია. პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებს კაპეციტაბინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს (კუმარინის წარმოებულებს), აუცილებელია ანტიკოაგულანტზე რეაქციის საგულდაგულო კონტროლი და მისი დოზის შესაბამისი კორექცია.
ღვიძლის უკმარისობა. პაციენტები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ხარისხის ღვიძლის უკმარისობით, რომლებიც იღებენ კაპეციტაბინს, უნდა იყონ საგულდაგულო მეთველყურეობის ქვეშ, ღვიძლში მეტასტაზების არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. კაპეციტაბინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის შედეგად ბილირუბინის კონცენტრაცია იზრდებს >3,0-მდე x ნორმის ზედა ზღვარი (ნზზ), ან ღვიძლის ამინოტრანსფერაზების აქტივობა (ალტ, ასტ) იზრდება >2,5-მდე x ნზზ. კაპეციტაბინით მონოთერაპია შეიძლება განახლდეს, როდესაც ბილირუბინის კონცენტრაცია შემცირდება ≤ 3,0-მდე x ნზზ, ხოლო ღვიძლის ამინოტრანსფერაზების აქტივობა – ≤ 2,5-მდე x ნზზ.
თირკმლის უკმარისობა. მე-3 ან მე-4 ხარისხის არასასურველი რეაქციების სიხშირე პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) მომატებულია.
დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზის (DPD) დეფიციტი. იმ პაციენტებისთვის, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ მათ აქვს DPD დეფიციტი, კაპეციტაბინის დანიშვნა შეუძლებელია. პაციენტებს დაუდგენელი DPD დეფიციტით კაპეციტაბინით მკურნალობისას შეიძლება განუვითარდეთ სიცოცხლისთვის სახიფათო ტოქსიკურობის ნიშნები, რომლებიც ვლინდება მწვავე ჭარბი დოზირების სახით. მე-2-მე-4 ხარისხის მწვავე ტოქსიკურობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს იქამდე, სანამ ტოქსიკურობის დაკვირვებადი ნიშნები არ იქნება კუპირებული. საკითხი პრეპარატის მიღების სრული შეწყვეტის შესახებ უნდა განხილული იქნას ტოქსიკურობის დაკვირვებადი გამოვლინებების განვითარების, ხანგრძლივობის და სიმძიმის კლინიკური შეფასების საფუძველზე.
ოფტალმოლოგიური გართულებები. პაციენტები, რომლებიც უნდა იყონ საგულდაგულო კონტროლის ქვეშ ოფტალმოლოგიური გართულებების თაობაზე, როგორიცაა კერატიტი და რქოვანას ცვლილებები, განსაკუთრებით თუ ანამნეზში მათ აქვთ თვალების დაავადებები. თვალის დაავადებების მკურნალობა უნდა დაწყებული იქნას კლინიკური ჩვენებების მიხედვით.
მძიმე კანის რეაქციები. კაპეციტაბინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კანის რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი. კაპეციტაბინის მიღება უნდა სრულად შეწყდეს, თუ პაციენტს მკურნალობის ფონზე უვითარდება მძიმე ფორმის კანის რეაქცია.
რადგანაც ეს სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს დამხმარე ნივთიერების სახით, პაციენტებმა იშვიათი თანდაყოლილი დაავადებებით, რომლებიც უკავშირდება გალაქტოზის აუტანლობას, ლაქტაზის დეფიციტს ან გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომს, არ უნდა მიიღონ იგი.

გამოშვების ფორმა
• პოლივინილქლორიდის (პვქ) / პოლივინილიდენქლორიდის (პვდქ) ბლისტე-რები ალუმინის ფოლგის ზედაპირით.
• ალუმინის ფოლგის ბლისტერები (ალტერნატიული შეფუთვა).
შეფუთვის ზომა: 30 (3×10) ან 60 (6×10) ტაბლეტი.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
500მგ ტაბლეტი №30; №60
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: HETERO DRUGS LIMITED, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook