კარდიო პლუსი / Cardio Plus

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
კარდიო პლიუსი წარმოადგენს კომპანია ESI-ის მიერ დაპატენტებული მეთოდით მიღებული ბიოპეპტიდის,  კუნელის  და ზეითუნის  ხის ექსტრაქტის კომპლექსს, რომელიც ეფექტურად არეგულირებს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონალურ  მდგომარეობას და არტერიულ წნევას.
• ზეითუნის ხის მშრალი ექსტრაქტი Olive tree dry extract tit. 6%1000 მგ
• კუნელის მშრალი ექსტრაქტი Hawthorn dry extract (Crataegus oxyacantha Medicus)  340 მგ
• კაზეინი Casein hydrolyzed 250 მგ

ზეითუნი ხის მშრალი ექსტრაქტი   უხვად შეიცავს ვიტამინ C-ს, ფლავანოიდებს (რუტინი, ლუთეინი, ჰესპერიდინი), ოლეანოლის მჟავას (elenoic acid), რომელთა ერთობლივი მოქმედებით ეფექტურად იხსნება არტერიოსპაზმი, მათ შორის კორონარული არტერიების, მცირდება არტერიულ წნევა, აღდგება გულის მუშაობის ნორმალურ რითმი, ქვეითდება ქოლესტერინის დონე სისხლში, ნარჩუნდება სისხლძრღვის კედლის ნორმალური სტრუქტურა, მცირდება სისხლძარღვის კედლის განვლადობა და ითრგუნება თრომბწარმოქმნის პროცესი.
კუნელის
შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდები, ტრიტერპენები, ამინები, სტეროლები გამოირჩევიან ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი, ანტიარითმიული, კარდიოტონური, ჰიპოტენზიური, ანტიათეროსკლეროზული, სპაზმოლიტური, ანტიოქსიდანტური, მოქმედებით.
კაზეინი
წარმოადგენს რძის ცილის ფრაქციას, რომელიც მიიღება კაზეინოგენიდან რძის შესქელების დროს. შედგება განსაზღვრული თანმიმდევრობით დალაგებული 3 შუცვლელი ამინომჟავისგან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კუნთოვანი სისტემაზე, არტერიული წნევის რეგულირებაზე.

ჩვენებები:
გულსისხძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები,
არტერიული ჰიპერტონია,
ტაქიკარდია,
სისიხლის პლაზმის ლიპოდური სპექტრის დარღვევა,
ნევროზული მდგომარეობა

მიიღების რეჟიმი: 1ტაბლეტი 2 ჯერ, ან 2 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში. დილით და საღამოთი საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაიცავით რეკომენდებული დოზირება.
არ გამოიყენება ფეხმძიმობის დროს.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°Cტამპერატურაზე.
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ESI s.p.a, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook