ამლოციმი / Amlocim

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამლოციმი / Amlocim-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამლოდიპინი/amlodipine

ამლოციმი / Amlocim-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კალციუმის არხების ბლოკატორები

რას წარმოადგენს ამლოციმი და როდის გამოიყენება ის
ექიმის დანიშნულებით.
ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალზე მაღალი წნევის სამკურნალოდ ცალკე ან კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მედიკამენტები, რომლებიც დაბლა სწევენ არტერიულ წნევას). წნევა ტაბლეტის მიღების შემდეგ ქვეითდება ნელა, ამიტომ წნევა შეიძლება არ დაეცეს სწრაფად და მკვეთრად. ერთი ტაბლეტის მიღება დღეში საკმარისია რათა წნევამ დაიწიოს 24სთ. მანძილზე. ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან კომბინაციაში სხვა საშუალებებთან ერთად გულის კუნთში ჟანგბადის ნაკლებობის ე.წ. მკერდის ანგინის სამკურნალოდ. ამლოციმის დღეში ერთჯერ მიღება ახანგრძლივებს სისტოლის დროს და ამცირებს მკერდის ანგინის შეტევების სიხშირეს.


ამლოციმი / Amlocim აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


რა დროს არ გამოვიყენოთ ამლოციმი
არ უნდა გამოიყენოთ ამლოციმი თუ ხართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) ამ მედიკამენტის აქტიური სუბსტანციისა ან რომელიმე სხვა შემადგენელის მიმართ ან სხვა დიჰიდროპირიდინზე;

იყავით განსაკუთრებული სიფრთხილით ამლოციმის მიმართ
ამლოციმი აუარესებს რეაქციებს და მანქანის მართვისა და სხვა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო.
ამლოციმი არ შეიძლება მიიღოთ გრეიფფრუტთან ან მის წვენთან ერთად რადგან ამას შეუძლია გამოიწვიოს სისხლის წნევის დამწევი ეფექტის გაზრდა. უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე სხვა დაავადება, განსაკუთრებით ღვიძლის, ალერგია ან იყენებთ სხვა გარეგანი გამოყენების მედიკამენტებს (მათ შორის, რომლებსაც ყიდულობთ ურეცეპტოდ).

ორსულობა ან ძუძუს წოვება
ამლოციმი ძირითადად არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს. უთხარით ექიმს თუ თქვენ ხართ ორსული ან აპირებთ დაორსულებას. მხოლოდ ექომს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მიიღოთ ამლოციმი
ამლოციმით მკურნალობისას არ უნდა აწოვოთ ძუძუ.

როგორ მივიღოთ ამლოციმი
თუ ექიმმა არ მოგცათ განსხვავებული დანიშნულება, თავიდან უნდა მიიღოთ ამლოციმის 5მგ ტაბლეტი დღეში ერთჯერ. თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს დღიური დოზა მაქსიმალურად 10მგ
თუ თქვენ მიიღეთ ამლოციმის ზედმეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მეთვალყურეობისთვის.
არ შეცვალოთ ექიმის დანიშნულება თვითნებურად. თუ თქვენ თვლით, რომ ეფექტი არის ზედმეტად ძლიერი ან სუსტი უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ამლოციმის მიღებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გევრდითი ეფექტები:
ძალიან ზოგადი:  შეშუპება (სითხის დაგროვება ქსოვილებში)
ზოგადი: თავის ტკივილი, თავრუსხვევა, წამოხურება, ძილიანობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, სახის შეწითლება, გულის ფრიალი.
არა ზოგადი:  უძილობა, ხასიათის დარღვევები, კანკალი, გემოვნების დაქვეითება, გულის წასვლა, მგრძნობელობის დაქვეითება, ჭიანჭველების შეგრძნება კანზე, მხედველობითი დარღვევები, ყურებში შუილი, სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა, სუნთქვის გაძნელება, სურდო,  ღებინება, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ნაწლავის ჩვეული მუშაობის ცვლილება, პირის სიმშრალე, თმის ცვენა, კანის გაუფერულება, გაძლიერებული ოფლიანობა, გამონაყარი, ქავილი, კუნთების, ზურგის და სახსრების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, შარდვის დარღვევები, შარდვის გახშირება ან ღამით შარდვა, იმპოტენცია, მკერდის გაზრდა, წონასწორობის დარღვევა, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები, წონის მომატება ან დაკლება.
ასევე არაზოგადად გამოვლენილ იქნა ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის, სინათლისადმი მგრძნობელობისა და სახის ოფლიანობის ჩათვლით. ასსეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია.
ძალზე იშვიათად: კუნთების სიმაგრე ან დაჭიმულობა, კიდურების ნერვების დაავადებები, წვრილი სისხლძარღვების ანთება, კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება, ღრძილების შეშუპება, ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტი, სიყვითლე) ან პანკრეასის გაღიზიანების პროლემები.
თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ექიმს თუ შეამნევთ რომელიმე ზემოთ აღწერილ ან ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს.
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოხსენებული ან ჩანართში უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დამატებითი ინფორმაცია
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
არ შეინახოთ 250-ზე მაღალ ტემპერატურაზე;
დაიცავით სინათლისგან, შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით;
არ უნდა გამოიყენოთ წამალი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემენ თქვენ შემდგომ მითითებებს, მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია. პროფესიონალებისთვის

რას შეიცავს ამლოციმი?
1 ტაბლეტი შეიცავს: 5მგ ან 10მგ ამლოდიპინს ამლოდიპინის ბეზილატის სახით.
დანამატები: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კალციუმ ჰიდროფოსფატი (E341), კროსპოვიდონი, მაგნეზიუმ სტეარატი (E470ბ),

გამოშვების ფორმა: 5 მგ, 10მგ ტაბლეტი №30; №100

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Acino pharma A.G, შვეიცარია

გაფრთხილება