ანდრაქსანი – ANDRAXAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანდრაქსანი – ANDRAXAN-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფლუტამიდი / FLUTAMIDE

ანდრაქსანი – ANDRAXAN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; ანტიანდროგენი
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც
1 ტაბ.
ფლუტამიდი……..            250 მგ


ანდრაქსანი – ANDRAXAN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანდრაქსანი წარმოადგენს არასტეროიდული სტრუქტურის ანტიანდროგენულ პრეპარატს. კონკურენტულად აბლოკირებს ანდროგენების სამიზნე ორგანოების უჯრედთა ანდროგენულ რეცეპტორებს და აინჰიბირებს მათთან ანდროგენების დაკავშირებას. ანდრაქსანის უნარი უჯრედებზე ტესტოსტერონის მოქმედების დათრგუნვა მისი მედიკამენტური “კასტრაციის”დამატებითი კომპონენტია. პრეპარატის სამიზნე ორგანოებს წარმოადგენენ წინამდებარე ჯირკვალი და სათესლე ბუშტუკები.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას ანდრაქსანი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 94-96% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ანდრაქსანის 96% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო, როდესაც საჭიროა ტესტოსტერონის მოქმედების დათრგუნვა.
მიღების წესები და დოზირება:
ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დადებითი ეფექტის შემთხვევაში მკურნალობის კურსი გრძელდება სიმსივნური დაავადების სიმპტომების ალაგებამდე.
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება აღინიშნოს გინეკომასტია, ტკივილი სარძევე ჯირკვლების მიდამოში, გალაქტორეა, ლიბიდოს დაქვეითება, სპერმატოგენეზის დათრგუნვა (ხანგრძლივი მიღებისას), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, დეპრესია, ანემია, ერითემა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:
ანდრაქსანის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, თრომბოზებისადმი მიდრეკილების, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს. ანდრაქსანით მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციების ყოველთვიური ლაბორატორიული კონტროლი. ღვიძლის ფუნქციების ზედა დასაშვებ ზღვართან შედარებით 2-3-ჯერ და მეტად მომატების ან სიყვითლის გამოვლენისას (თუ ეს არ არის განპირობებული ღვიძლში მეტასტაზებით) აუცილებელია ანდრაქსანით მკურნალობის შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვარფარინთან კომბინაციის დროს შესაძლებელია სისხლის შედედების უნარის დათრგუნვა.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

მწარმოებელი: PH & T, იტალია

გაფრთხილება