ანტიგრიპინი ბავშვებისათვის – ANTIGRIPPIN FOR CHILDREN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანტიგრიპინი ბავშვებისათვის – ANTIGRIPPIN FOR CHILDREN -ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პარაცეტამოლი, ქლორფენამინის მალეატი, ასკორბინის მჟავა/ PARACETAMOL; ASCORBIC ACID; CHLORPHENAMINE

ანტიგრიპინი ბავშვებისათვის – ANTIGRIPPIN FOR CHILDREN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური, სიცხის დამწევი საშუალება.


ანტიგრიპინი ბავშვებისათვის – ANTIGRIPPIN FOR CHILDRENაფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები: სიროფში 2, 4 და 6 ტაბ., შეფუთვაში 10 და 20 ც.
1 ტაბ.
პარაცეტამოლი……….        250 მგ
ქლორფენამინის მალეატი… 3 მგ
ასკორბინის მჟავა……….    50 გ
დამხმარე ნივთიერებები:
პოლიეთილენგლიკოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი, სორბიტოლი, საქარინი, პოლივიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, არომატული დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიგრიპინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს. მასში შემავალ პარაცეტამოლს ახასიათებს ანალგეზიური, სიცხის დამწევი და სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ქლორფენამინი მიეკუთვნება H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, გააჩნია ანტიალეგიული მოქმედება, ამცირებს ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას. ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კაპილარების განვლადობის ნორმალიზებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება. იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციის მიმართ.

ჩვენებები:
მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ინფექციები გრიპი), რინიტი, რინოფარინგიტი, ალერგიული რინიტი, რინოფარინგიტი.

მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ხსნადი (შუშხუნა) ტაბლეტების გახსნით 1 ჭიქა წყალში.
ბავშვებში 1 წლიდან 5 წლამდე – 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში 5 წლიდან 10 წლამდე – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღში.
ბავშვებში 10 წლის ზევით – 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია.
ცნსის მხრივ: ძილიანობა, პირის სიმშრალე.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
გლაუკომა.

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება საძილე საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლის მასიური ჭარბი დოზირება იწვევს ღვიძლის უჯრედების დაზიანებას. კლინიკური სიმპტომების გამოვლინება აღინიშნება 24 საათის შემდეგ. მოწამვლის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი ჰოსპიტალიზაცია.
ქლორფენამინით მოწამვლისას ბავშვებში აღინიშნება აგზნება, ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ატეტოზი, კრუნჩხვები. ტერმინალურ ფაზაში აღინიშნება კომა და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი.
მკურნალობა: ხელოვნური სუნთქვა, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები.;

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი იწვევს სედატიური საშუალებების მოქმედების პოტენცირებას (საძილე საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები).
ატროპინის მსგავსი ეფექტების პოტენცირება სხვა ანტიქოლინერგიულ საშუალებებთან კომბინირებისას (ანტიჰისტამინური საშუალებები, ფენოთიაზინები, პარკინსონის საწინააღმდეგო ქოლინოლიზური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მზის სხივებისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

მწარმოებელი: NATUR PRODUKT, საფრანგეთი

გაფრთხილება