ანტირინოლი / Antirinol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანტირინოლი / Antirinol-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის კრომოგლიკატი / sodium cromoglicate

ანტირინოლი / Antirinol-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოხიერი უჯრედების მემბრანების მასტაბილიზირებელი საშუალებები

2%-იანი დოზირებული ნაზალური სპრეი, ფლაკონი 26მლ
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი 20მგ/მლ-ში
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,1მგ, ნატრიუმის ედეტატი 0,1მგ, გასუფთავებული წყალი 1მლ-მდე.


ანტირინოლი / Antirinol აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის კრომოგლიკატი აინჰიბირებს სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედების მიერ ალერგიული რეაქციის მედიატორების გამონთავისუფლებას. მედიატორული პასუხის ლორწოვან გარსში ინჰიბირება იწვევს როგორც ადრეულ ისე მოგვიანებით სტადიაზე მედიატორული პასუხის ინჰიბირებას.

ფარმაკოკინეტიკა:
დოზირებული აეროზოლის ინჰალაციისას მიღებული დოზის 10% აბსორბირდება ლორწოვანი გარსიდან და ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. გამოშვების ყველა ფორმისთვის: პრეპარატის დანარჩენი დოზა გამოიყოფა ჰაერის ნაკადთან ერთად ან ილექება ხახაში, შემდეგ იყლაპება და გამოიყოფა ორგანიზმიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისტემურ მიმოქცევაში ხვდება მიღებული დოზის 1%. პლაზმის ცილებს უკავშირდება შექცევადად 65%, არ მეტაბოლიზდება. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით შარდითა და ნაღვლით თანაბარი რაოდენობით.

ჩვენებები
გამოიყენება ალერგიული რინიტის მკურნალობისა და პოფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებსა და მოზრდილებში: 2 საინჰალაციო დოზა 4-ჯერ დღეში. ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელიაშემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა, რომელიც ინდივიდუალურად ირჩევა. დოზის მომატება შესაძლებელია დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას ან გაძლიერებული ანტიგენური მოქმედებისას 6-8-მდე დღეში ჯერადობის გაზრდით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა დაფიქსირდეს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების ნიშნები.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ინიშნება, როცა სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვისთვის მიყენებულ ზიანს.

განსაკუთრებული მითითებები
ბრომჰექსინისა და ამბროქსოლის შემცველი პრეპარატები არ უნდა შეერიოს კრომოგლიკატის ხსნარს ინჰალაციისას. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა გახსნიდან 28 დღე

გამოშვების ფორმა: 2%-იანი ნაზალური სპრეი ფლაკონი 26მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Rafarm S.A. საბერძნეთი

გაფრთხილება