არგივიტი / Argivit

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არგივიტი / Argivit-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

არგივიტი / Argivit-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


არგივიტი / Argivitაფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
L-არგინინი 3 გ
• კრეატინის ენდოგენური პრეკურსორია.
•  აუცილებელი სუბსტრატია NO-ს სინთეზისთვის. აქვს ძლიერი ვაზოდილატაციური მოქმედება.
•  ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აქვეითებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
•  ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას ამიაკისგან.
•  ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას, ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს და ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.
•  ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობას, მათი მოძრაობის უნარს და რაოდენობას.

კრეატინი 1
• კრეატინის ფოსფატი დამჟანგავი ფოსფორილირების პროცესის ენერგეტიკული სუბსტრატია.

L-კარნიტინი 500 მგ
• ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნას.
•  ამცირებს ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების რისკს.
•  ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური მუშაობის გაუმჯობესებას.
•  მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

ასპარტამის მჟავა 1400 მგ
•  მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლაში.
•  ასტიმულირებს გლუკონეოგენეზს.

მაგნიუმის ნიტრატი 150 მგ და კალიუმის ციტრატი 300 მგ
• მაგნიუმის ნიტრატი: აქვეითებს ნეირონების აღგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში. კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
• კალიუმის ციტრატი: მონაწილეობს უჯრედშიდა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში და ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმში და ფუნქციებში.

რკინა და სპილენძი
• რკინა: მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
• სპილენძი: მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში და იმუნურ რეაქციებში.

ვიტამინი C, E – და სელენი
•     ვიტამინი C, E და სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდებიან.
• ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას სტრესის, ფიზიკური, გონებრივი და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.

არგივიტი – ახალი გაუმჯობესებული ფორმულა – ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ეფექტურობისათვის. ამინომჟავებისა და ვიტამინო-მინერალების უნიკალური ინოვაციური კომბინაცია, რომელიც დადებითად მოქმედებს:

1. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ნევრასთენიის, ტრავმული ენცეფალოპათიის დროს,
2. გონებრივი შრომისუნარიანობის გაზრდის მიზნით, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის დროს;
3. სიმაღლეში ზრდის შეფერხების დროს;
4. შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს;
5. უშვილობის დროს (მამაკაცთა და ქალთა);
6. პოტენციის დაქვეითების დროს;
7. იდიოპათიური ასთენოსპერმიის, ოლიგოსპერმიის, ჰიპოსმერმიის დროს;
8. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში;
9. სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიოდში;
10. ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაციისთვის (სპორტსმენებში);
11. ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის დროს.

• ასტიმულირებს T ლიმფოციტების წარმოქმნას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას უწყობს ხელს.
• აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. ზრდის ც.ნ.ს. მდგრადობას სტრესისა და გადაღლილობის დროს. კუნთოვან ქსოვილს უზრუნველყოფს ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიით.
• მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში. ზრდის კუნთოვანი ქსოვილის შრომისუნარიანობას.
• აკორეგირებს ასპარტამის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
•   აქვს სპაზმების, კრუნჩხვების და კუნთების ტრემორის საწინააღმდეგო მოქმედება. ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პირებში ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზებას.
•   აუმჯობესებს აქტიური სპორტით დაკავებული პირების ფიზიკურ შესაძლებლობებს.

წარმატებული სპორტსმენები ინტენსიურად იყენებენ “Argivit”-ს შეჯიბრის დროს შედეგების გასაუმჯობესებლად.

გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.

1 პაკეტი იხსნება 200 მლ. წყალში. მიიღება დღეში ერთხელ. (სპორტსმენებისათვის – შეჯიბრის დაწყებამდე – 1 საათით ადრე)

გამოშვების ფორმა:
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი # 14

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია:
AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l. იტალია

გაფრთხილება