არგიმაკ პლიუსი / Argimac Plus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არგიმაკ პლიუსი / Argimac Plus-ს საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
საკვები დანამატი სრულყოფილი სექსუალური ცხოვრებისთვის


არგიმაკ პლიუსი / Argimac Plus აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
მაკას ექსტრაქტი (Maca extract) 170 მგ,
L-არგინინი (L-Arginine) 500 მგ,
ჟენშენი (Ginseng extract) 25 მგ,
კუროსთავა
Tribulus Terrestris extract) 250 მგ,
თხის სარეველა (Epimedium) 50 მგ,
კოენზიმ Q10 (Ubiquinone) 30 მგ,
დამხმარე ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი, კარბოქსიმეთილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი, Nutraficient Green 114A210000.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაკას ექსტრაქტი  მდიდარია თუთიით, რკინით, მანგანუმით, კალციუმით, კალიუმით, B და C ვიტამინებით. ზრდის ლიბიდოს, ამცირებს ფრიგიდულობას, უზრუნველყოფს ჰორმონების ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას. აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. ზრდის შვილოსნობის უნარს. აღადგენს სიმხნევეს და ენერგიას.  კუროსთავა ასტიმულირებს ანდროგენების რეცეპტორებს თავის ტვინში. ხელს უწყობს თავისუფალი ტესტოსტერონისა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას მამაკაცებში. კუროსთავას ექსტრაქტი ზრდის ტესტოსტერონის, დიჰიდროტესტოსტერონისა და დეჰიდროანდოსტერონის დონეს და აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას. კუროსთავას ექსტრაქტი, ასევე, აინჰიბირებს ცოგ-2-ის რეცეპტორებს და შესაბამისად, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ჟენშენი გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ. ამცირებს ერექციული დისფუნქციის სიმპტომებს და ზრდის ასოს თავის რიგიდობას. L-არგინინი -ამინომჟავა-ჩართულია სხვადასხვა ჰორმონალურ პროცესებში და მისი დახმარებით ორგანიზმი ასინთეზირებს ინსულინს, ვაზოპრესინს და სომატოტროპინს, აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას სისხლძარღვების სტიმულაციისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით. მონაწილეობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებაში. თხის სარეველა ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს, რაც ხელს უწყობს გლუვი მუსკულატურის რელაქსაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ასოს სხეულში და, შესაბამისად, სექსუალურ ფუნქციას. კოენზიმ Q10 ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებსა და დნმ-ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. აუმჯობესებს მამაკაცის შვილოსნობის უნარს სპერმატოზოიდების რაოდენობის ზრდისა და მათი მოძრაობის უნარის გაუმჯობესების გზით. ხელს უწყობს ცხიმების წვას, არეგულირებს სხეულის წონას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აღადგენს საერთო სიმხნევეს და ენერგიას. უზრუნველყოფს ჰორმონების ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას. აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. ზრდის შვილოსნობის უნარს. უზრუნველყოფს სექსუალური ენერგიის წარმოქმნას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ამცირებს პრემენსტრუალურ და პოსტმენოპაუზის სიმპტომებს. ხელს უწყობს თავისუფალი ტესტოსტერონისა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას მამაკაცებში. ზრდის სპერმის პროდუქციას. აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას. ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს, რაც ხელს უწყობს გლუვი მუსკულატურის რელაქსაციას. აგრეთვე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ასოს სხეულში და, შესაბამისად, სექსუალურ ფუნქციას. აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, მატონიზირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენებები: *ლიბიდოს დაქვეითება,*ფრიგიდულობა, *ვაგინალური სიმშრალე,*ერექციული დისფუნქცია,*სასქესო თმიანობის შემცირება,*სათესლეების ზომაში შემცირება,*კუნთოვანი მასის და ძალის შემცირება,*ცხიმოვანი ქსოვილის მასის მატება,*სპერმატოგენეზის დარღვევა,* მენოპაუზის თანმხლები ჰორმონული დარღვევები, *ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ

დოზირება: 1 ან 2 ტაბლეტი დღეში კვებისგან დამოუკიდებლად, მცირეოდენ წყალთან ერთად. რეკომენდებულია არგიმაკ პლუსის ხანგრძლივად მიღება.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #30.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება