ართროკელან ა D6 (ნატუროპათი) / Arthrokehlan A D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ართროკელან ა D6 (ნატუროპათი) / Arthrokehlan A D6 (Naturopath)-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


ართროკელან ა D6 (ნატუროპათი) / Arthrokehlan A D6 (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Propionibacterium acnes DSM 4217 (ადრე, დოქტორ ფონ ბრემერის მიხედვით ეწოდებოდა Siphonospora polymorpha), D6-ის 1 მლ წყალხსნარს; დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი.

ჩვენება
ართრიტები და ართროზები, ხერხემლის და მთლიანად მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული დაავადებები, მიალგიები.

თვისებები
Arthrokehlan `A~–ს იღებენ Siphonospora polymorpha DSM 4217-ის კულტურიდან, რომელიც მიღებულია ადამიანის კბილის გრანულომის ბაქტერიული ფლორიდან გამონაყოფის გადათესვით. აღნიშნული კულტურიდან დოქტორ ფონ ბრემერის მეთოდით შეიქმნა ფორმოლტოქსოიდი (კულტურის გაუვნებელყოფილი
ფილტრატი), რომელიც ორგანიზმის დაცვითი ძალების ძლიერ სტიმულაციას იწვევს.
მიღება შეჰყავთ ინტრამუსკულურად, კვირაში 2-3-ჯერ 0,2-1,0 მლ

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

მითითება Arthrokehlan `A~ ადრე სპეციალური Spezial-Anatoxin ‘‘A’’-ს სახელით იყიდებოდა

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: SANUM, გერმანია

გაფრთხილება