ასკილის ნაყოფი / Fructus Rozae

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასკილის ნაყოფი / Fructus Rozae -ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ასკილის ნაყოფი / Fructus Rozae -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები


ასკილის ნაყოფი / Fructus Rozae აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ასკილის ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას (6%-მდე), ვიტამინებს B1, B2, K, E, PP, P, ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ჰექტინის მჟავას, ლიმონის მჟავას, შაქარს, რკინას, მარილებს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავების ჟანგვით პროცესში, იგი ააქტიურებს რიგ ფერმენტებს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედების მიმართ. ასკილის ნაყოფი აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს, ჰორმონების სინთეზს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და დიურეზული თვისებები

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება.
გამოიყენება C და P ავიტამინოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული ინფექციების, ნეფრიტის, ჰეპატიტის, ათეროსკლეროზის, ენტეროკოლიტის, სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიათეზის, ჰემოფილიის, სისხლდენისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: 100 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook