ასკილის ზეთი – Oleum Rosae

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასკილის ზეთი – Oleum Rosae-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პარასამკურნალო საშუალება; გამოიყენება როგორც ეპითელიუმისა და ლორწოვანი გარსების ქსოვილთა მასტიმულირებელი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
50 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
დამზადებულია ასკილის ნაყოფებისა და თესლისაგან.  შეიცავს ნაჯერ და უჯერ ცხიმოვანმჟავებს, კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს.


ასკილის ზეთი – Oleum Rosae აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და ციტოპროტექტორული მოქმდება. ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციას და რეპარაციული პროცესების სტიმულაციას.
ჩვენება:
გარეგანი:
ნაწოლები;
ტროფიკული წყლულები;
დერმატოზები;
ძუძუს თავის ნახეთქები მეძუძურ ქალებში;
ოზენა;
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი (ოყნის სახით).
ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტი;
საშვილოსნოს ყელის ეროზია
ღრძილების ანთებითი პროცესი.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანად: ზეთით გაჟღენთილ საფენს დაიტანენ დაზიანებულ უბანზე.
ოზენას დროს: ტამპონების სახით ცხვირის ღრუებში 2-ჯერ დღეში.
არასპეციფიკური კოლიტის შემთხვევაში: 50 მლ ზეთი რექტალურად (ოყნის სახით) ყოველდღე ან დღე-გამოშვებით.
დერმატოზების დროს: ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად პრეპარატი
ინიშნება შიგნით მისაღებად 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შენახვა: მშრალ, გრილ ადგილზე.

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება