ასაფენი – ASAPHENUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასაფენი – ASAPHENUM-ის ფარმაკოლოგიური მოქმედება:
არასტეროიდული (არაჰორმონალური) ანთების საწინააღმდეგო საშუალება. უნარი აქვს შეანელოს თრომბოციტების შეწებება. ამუხრუჭებს თრომბოციტების აქტიობას და სისხლის შემდედებელი სისტემის ფაქტორის აქტივაციას.


ასაფენი – ASAPHENUM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოკინეტიკა;
შიგნით მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა იშლება, წარმოიქმნება სალიცილის მჟავა. აცეტილსალიცილისა და სალიცილის მჟავის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება სწრაფად და სრულად. პლაზმის ცილებთან კავშირი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და აცეტილსალიცილისთვის მჟავისთვის შეადგენს – 70-90%, სალიცილის მჟავისთვის – 70-90%. გამოიყოფა თირკმელებით. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, თავ-ზურგ ტვინის სითხეში, გამოიყოფა დედის რძით.

ჩვენებები:
მიოკარდის ინფარქტის, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და გულის სხვა დაავადებების დროს, სისხლის რეოლოგიური დარღვევებისა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისათვის.
ოპერაციის შემდგომი თრომბების, თრომბოფლებიტების, სისხლძარღვოვანი ქსელის თრომბოზების, ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის, ასევე თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისათვის გულის იშემიური დაავადებისას.
შესაძლებელია საშუალო და სუსტი ინტენსიობის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის კუპირებისთვის.

მიღების წესი და დოზირება;
მიიღება 1-2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება:
იმის გამო რომ თრომბოციტების აგრეგაციაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სისხლის კონტროლი. სისხლის შედედების დარღვევის დროს, განსაკუთრებით ჰემოფილიისას, შესაძლოა სისხლდენის განვითარება.

უკუჩვენებები:
* სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰემორაგიული დიათეზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პოდაგრა, ბრონქიალური ასთმა;
* შესაძლო სისხლდენით მიმდინარე ქირურგიული ჩარევა.

განსაკუთრებული მითითება:
მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მოხმარებისგან თავშეკავება. ულცეროგენული მოქმედებისგან დასაცავად საჭიროა ტაბლეტის საგულდაგულოდ დაღეჭვა და დიდი რაოდენობით წყლის მიყოლება.

ურთიერთქმედება:
აცეტილსალიცილის მჟავის გავლენით ძლიერდება ანტიკოაგულანტების, შაქრის დამწევი პრეპარატების (სულფანილშარდოვანას წარმოებულების) მოქმედება, მატულობს კუჭიდან სისხლდენის რისკი ერთდროულად კორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, მატულობს მეტოტრექსატის არასასურველი გვერდითი მოქმედება. რამდენადმე მცირდება ფუროსემიდის, ურიკოზურიული საშუალებების, ვეროშპირონის მოქმედება.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

გაფრთხილება