აუფბაუკალკი 1 (აღმშენებლობითი კალციუმი) – ველედა / Aufbaukalk 1

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
(10 გ შეიცავს):
აქტიური ინგრედიენტები:აპატიტის ფხვნილი /კალციუმფტორფოსფატი/ D5 1გ, გოგრის ყვავილების ნაყენის ფხვნილი D2 1გ
დამატებითი ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი

ჩვენებები
კალციუმის ცვლის გააქტიურება; ჯანსაღი კბილებისა და ძვლების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ჩვილ ბავშვებში და ძვლოვანი სტრუქტურის დაცვა ორსულობის დროს; ექსუდატიური დიათეზი.

მიღების წესები და დოზები
უზმოზე, დანის წვერით /დანის წვერი ქილის ერთ გადმოყრას შეესაბამება/ დაიყარეთ ენაზე. მიიღეთ 6-8 კვირის განმავლობაში. განმეორებითი კურსი 3-4 კვირის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (მაგ: მთელი შიგთავსის მიღებისას) ლაქტოზის მიმართ ზემგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და ფაღარათი.

გამოშვების ფორმა: ფხვნილი 50გ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ველედა, გერმანია

გაფრთხილება