აციდუმ ტარტარიკუმი (ნატუროპათი) / Acidum Tartaricum (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აციდუმ ტარტარიკუმი (ნატუროპათი) / Acidum Tartaricum (Naturopath)-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აციდუმ ტარტარიკუმი (ნატუროპათი) / Acidum Tartaricum (Naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


აციდუმ ტარტარიკუმი (ნატუროპათი) / Acidum Tartaricum (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
100 მლ შეიცავს: Acidum tartaricum D6-ის ხსნარის 25 მლ-ს, Acidum tartaricum D12 dil. 25 მლ, Acidum tartaricum D30 dil. 25 ml, Acidum tartaricum D200 dil. 25 ml HAB–ის 5a statiis
მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
იზოპათიური თერაპიის პრინციპებიდან გამომდინარე პრეპარატი, როგორც დამხმარე საშუალება ნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
დარღვევების, გულის რევის და ძლიერი ღებინების დროს. ასევე ფიბრომიალგიის, ფიზიკური სისუსტის და აუტიზმის დროს.
ასევე საფუარა სოკოს მიერ გამოწვეულ დაავადებებისას როგორც დამხმარე საშუალება კომპლექსურ მკურნალობაში.
თვისებები ღვინის მჟავა დიდ როლს თამაშობს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე. ის ორგანიზმში წარმოიქმნება ნაწლავებში ფერმენტაციის დროს და შეიწოვება სხვა სითხეებთან ერთად. ჭარბი რაოდენობის წარმოქმნის შემთხვევაში ბლოკავს ფერმენტ ფუმარაზას, რის გამოც იქმნება ვაშლის მჟავას დეფიციტი. რაც თავის მხრივ იწვევს ლიმონმჟავას ციკლის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და უჯრედშიდა დუღილს (ფერმენტაციას). ასე რომ, ღვინის მჟავას ჭარბი რაოდენობა იწვევს ვაშლის მჟავას დეფიციტს და შესაბამისად ჰიპოგლიკემიას, რაც გამოიხატება ძლიერ სისუსტეში. დოქტორ ვ. შაუს (Dr.W. Shaw) აზრით ღვინის მჟავათი ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს გონების არეულობა და აუტიზმიც კი. ამიტომ, Aციდუმ ტარტარიცუმ-ის მცირე დოზებით გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, ეფექტურია კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევების, აუტიზმის, ფიბრომიალგიების, საფუარათი ინდუცირებულ ჰიპოგლიკემიის შედეგად განვითარებულ კუნთების სისუსტის დროს. ამიტომ, საფუარა სოკოთი გამოწვეული დაავადებების დრო იზოპათიურ მკურნალობაში Acidum tartaricum-ის გამოიყენება წვეთებით ფორტაკელთან, ალბიკანსანთან და ექსმიკელთან კომბინაციაში რამაც შეიძლება სისტემიდან ჭარბი ღვინის მჟავა გამოდევნოს. პრეპარატში გამოყენებული ღვინის მჟავას სხვადასხვა დოზების გამო პრეპარატს გააჩნია სწრაფი, ღრმა და პროლონგირებული ზემოქმედების უნარი.
მიღება თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული: 5-10 წვეთი 1-3-ჯერ დღეში 20-30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის.

უკუჩვენებები
პრეპარატი შეიცავს 50% ეთანოლს. ამის გამო პრეპარატი განსაკუთრებით ფრთხილად ინიშნება ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, თავის ტვინის დაზიანებების მქონე პაციენტებში, ორსულობის პერიოდში და ბავშვებში. პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს სხვა პრეპარატების მოქმედება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
განსაკუთრებული თავისებურებების გარეშე

სიფრთხილის ზომები
ისევე როგორც სხვა შემთხვევებში ქალებმა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებმა პრეპარატის მიღებამდე
უნდა გაიარონ პროფესიული კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მითითება
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების დროებითი გამწვავება. ამ შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და განახლდეს გამწვავების სიმპტომების შესუსტების შემდეგ. თუ, პრეპარატის მიღება მურნალობის დაწყებიდან 5-7 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ მოყვება, დამატებით კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა: წვეთები 100 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: SANUM, გერმანია

გაფრთხილება