ბენზოკაინი – BENZOCAINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბენზოკაინი – BENZOCAINE-ის ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი მიეკუთვნება ადგილობრივ საინექციო საშუალებას. ხასიათდება გამოხატული ზედაპირული საანესთეზიო თვისებებით. არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება. არსებობს მოსაზრება, რომ პერორალური მიღებისას ავლენს ანორექსიგენულ თვისებებს, რაც უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე მის ზემოქმედებას.


ბენზოკაინი – BENZOCAINE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში შიგნით მისაღებად ლორწოვანი გარსის გაუტკივარებისათვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმისა და ტკივილის დროს, მათ შორის კუჭის წყლულის შემთხვევაში, საყლაპავის მგრძნობელობის მომატების დროს, აგრეთვე
ჭარბი წონის კორექციისათვის.
ზედაპირული და ადგილობრივი გამოყენებისათვის.
კანისა და ლორწოვანის ზედაპირული დაზიანების დროს, ტკივილის, მიოზიტის ზედაპირული ვენების დაავადებების, ბუასილისა და ანუსის მიდამოში ნახეთქების დროს.

დოზირების რეჟიმი
გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
რეჟიმი ინდივიდუალურია გამოყენების ჩვენების და პრეპარატის ფორმის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ბენზოკაინის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
საჭიროა პრეპარატის სხვადასხვა ფორმა გამოვიყენოთ შესაბამისი ჩვენების მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ლოკალური გამოყენებისას ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.

გაფრთხილება