ბიმაგნუმ ფორტე / BeMagnum Forte

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ბიმაგნუმ ფორტე / BeMagnum Forte აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
გული:
აქტიური ნივთიერებები: 5.1 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ექვივალენტურია 4,2მგ ვიტამინი B6-ის), 470მგ მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი (ექვივალენტურია 48 მგ იონური მაგნიუმის);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
გარსი-ლურჯი: პოლივინილის სპირტი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგო კარმინი (E132).

საკვები ღირებულება შემადგენლობა/ტაბლეტი (0.600) %NRV*
Vitamin B6 4.20 300
Magnesium 48.00 12.8

%NRV*= საკვები ღირებულების პროცენტული სიდიდე

რას წარმოადგენს საკვები დანამატი ბიმაგნუმ ფორტე
მაგნეზია დიდ როლს ასრულებს უჯრედების დაყოფის პროცესში და ხელს უწყობს ცილის ნორმალურ სინთეზს.
ვიტამინი B6 მონაწილეობს ცისტეინის ფიზიოლოგიურ სინთეზში, სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, ჰომოცისტეინის, ცილისა და გლიკოგენის მეტაბოლიზმში.
მაგნეზია, ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლას, აქვეითებს დაღლისა და გამოფიტვის შეგრძნებას, განაპირობებს ნერვული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას და აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ ფუნქციებს.

მიღების წესი
1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ.
დოზას ბავშვებისთვის განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები
რომელი მედიკამენტი არ მიიღება მასთან ერთად და სხვა განსაკუთრებული მითითებები
– უკუნაჩვენებია თირკმლების მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ / წთ)
– ბიმაგნუმი უკუნაჩვენებია მის შემადგენლობაში არსებული ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში
– თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, ან დანიშნული გაქვთ ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა, ბიმაგნუმის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან
– ბიმაგნუმი არ მიიღება ლევოდოპასთან ერთად. ლევოდოპა ამცირებს ვიტამინი B6-ის აქტივობას. არ არის რეკომენდებული მისი ქინიდინთან მიღება. მცირდება ქინიდინის გამოყოფა საშარდე გზებით და მაღალია დოზის გადაჭარბების რისკი

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს საკვები დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

განსაკუთრებული მითითებები
– ბიმაგნუმი შეიცავს ლაქტოზას. სიფრთხილით მიიღება ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებში.
– ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
– არ გადააჭარბოთ სადღეღამისო რეკომენდებულ დოზას.
– საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან ან ბალანსირებულ დიეტას ან ცხოვრების ჯანსაღ წესს.
– არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ.

შენახვის წესი
ინსხება +25°C- მდე ტემპერატურის პირობებში.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

შეფუთვა
კოლოფი შეიცავს 3 ბლისტერს 10 შემოგარსული ტაბლეტით.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Laropharm Pharmaceutical Industry, რუმინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook