ბლოკიუმ B12 ინექცია – BLOCIUM B12 solutio for injection

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბლოკიუმ B12 ინექცია – BLOCIUM B12 solutio for injection-ის საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/Comb. drug

ბლოკიუმ B12 ინექცია – BLOCIUM B12 solutio for injection-ის თერაპიული თვისებები: ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება.


ბლოკიუმ B12 ინექცია – BLOCIUM B12 solutio for injection აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს:
დიკლოფენაკ კალიუმს……………………………………… 75.0 მგ.,
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი ……………. 2.63 მგ.,
ბენზილის სპირტი ……………………………………………. 0.06 გრ.,
უწყლო დინატრიუმის ფოსფატი ………………………. 4.98 მგ.,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი …………           q.s.p. pH 8.4,
მეთილპარაბენი …………………………………… 2.4 მგ.,
პროპილპარაბენი …………………………………. 0.45 მგ.,
პროპილენგლიკოლი ………………………………. 576 მგ.,
საინექციო წყალი ……………………………… q.s.p 3.0 მლ.
თითოეული ლიოფილიზატის ფლაკონი შეიცავს:
ჰიდროქსიკობალამინი – 10.00 მგ.,
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი – 87.00 მგ.

ჩვენება:
ანთებითი რევმატიზმის მწვავე კრიზისი;
ლუმბოციატალგია;
კისრის ბრაქიალგია;
პოლირადიკულონეიროპათია.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომლის მოქმედების მექანიზმი, ისევე როგორც ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების, არ არის სრულად შესწავლილი. მის ძირითად ფარმაკოლოგიურ მოქმედებას წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის დაინჰიბირება.
ბეტამეთაზონი წარმოადგენს ისეთ გლუკოკორტიკოიდს, რომელიც თრგუნავს ანთებას სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით: იგი აინჰიბირებს ანთებით რეაქციაში მონაწილე რამდენიმე შუალედური ნივთიერების წარმოქმნას, როგორიც არის ვაზოაქტიური და ქემოტაქსიური ფაქტორები; იგი ამცირებს ლიპოლიზური და პროტეოლიზური ფერმენტების სეკრეციას; იგი ხელს უშლის ლეიკოციტების მიგრაციას დაზიანების ადგილას და ასევე ამცირებს ფიბროზს; იგი ასევე მოქმედებს ლიმფოციტების რაოდენობაზე და მათ მიერ გამოწვეულ იმუნურ რეაქციებზე.

ვიტამინი B12 აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის. მისი დერივატივი, მეთილკობალამინი საჭიროა ჰომოცისტეინიდან მეთიონინის და შ – ადენოზილმეთიონინის მისაღებად. ვიტამინი B12 დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება, რაც გამოიხატება ნეირონების პროგრესირებად შეშუპებაში, დემიელინიზაციით და ნეირონის სიკვდილით.
ფარმაკოკინეტიკა: შემოგარსულ ტაბლეტებში არსებული დიკლოფენაკი გამოიყოფა ნაწლავის მომატებული pH – ის პირობებში. საკვები აყოვნებს მისი აბსორბციის დაწყებას და შესაბამისად ამცირებს მის პლაზმურ პიკს. პრეპარატის 99%- ზე მეტი შექცევადად უერთდება პლაზმის ალბუმინს. დიკლოფენაკი ელიმინირდება ღვიძლის მეტაბოლიზმის საშუალებით, ხოლო შარდში (65%) და ბილიარულ გზებში (35%) გამოიყოფა სულფატთან და გლუკურონიდთან კონიუგირებული მეტაბოლიტის სახით. ფარმაკოკინეტიკური ვარიაციები არ გამოვლენილა ხანდაზმულ პაციენტებში და ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ბეტამეთაზონი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ. იგი განიცდის ღვიძლის მიერ “პირველი გასვლის “ ეფექტს, ხოლო მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 72%. პრეპრატის 64% უერთდება პლაზმის ცილებს, ხოლო მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5.6 საათს.
ვიტამინი B12 საჭმლის მომნელებელ სისტემაში უერთდება შინაგან ფაქტორს, რომელიც აუცილებელია მისი აბსორბციისათვის. მლივ ნაწლავში გადასვლის შემდეგ ვიტამინი B12 და შინაგანი ფაქტორის კომპლექსი მოქმედებს მლივი ნაწლავის ლორწოვანში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორზე, რაც ხელს უწყობს მის აბსორბციას.
აბსორბციის შემდეგ ვიტამინი B12 უერთდება ტრანსკობალამინ II – ს, რომელსაც გადააქვს იგი ქსოვილამდე და სწრაფად ელიმინირდება პლაზმიდან. ვიტამინი B12 ძირითადად გროვდება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში.

მიღების წესი და დოზა:
შემოგარსული ტაბლეტები: მოზრდილებში 1 ტაბლეტი ყოველ 8 ან 12 საათში, დამოკიდებულია სამედიცინო კრიტერიუმებზე. მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.
ინექცია: 1-2 ფლაკონი დღეში, მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული ინექციის გზით. ამპულის შემადგენლობა უნდა შეერიოს ფლაკონისას და ოდნავ უნდა შეინჯღრეს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე და სამედიცინო კრიტერიუმებზე. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული კორტიკოთერაპიის დროს არსებობს კორტიკოსუპრარენალური უკმარისობის განვითარების რისკი, რაც გამოიხატება აკტჰ – ს გამოყოფის დათრგუნვით და თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს პროგრესიულად, რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოხსენებული გართულებები.
არ არის სასურველი ბლოკიუმ B12 – ის ინექციის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკუჩვენება:
* ალერგია აქტიური ნივთიერებების მიმართ;
* ალერგია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ;
* აქტიური გასტროდუოდენალური წყლული;
* თირკმლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
* მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
* სისტემური მიკოზი;
* აქტიური ტუბერკულოზი;
* პოდაგრა;
* A, B და არა – A – B   ჰეპატიტი და სხვა ვირუსული ინფექციები;
* ანტიკოაგულაციური მკურნალობა;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
* ბავშვებში და მოზარდებში.

სიფრთხილით:
ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულმა პრეპარატებმა, დიკლოფენაკის შემცველმა ბლოკიუმ B12 – მა მკურნალობის ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ან უსიმპტომო კუჭ – ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია. ეს უფრო მოსალოდნელია ხანდაზმულ პაციენტებში. იშვიათ შემთხვევებში დიკლოფენაკმა შესაძლებელია წარმოქმნას მძიმე ალერგიული ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები. ბეტამეთაზონმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის ზოგიერთი ნიშანი.
ბლოკიუმ B12 – თ მკურნალობის დროს არ შეიძლება იმუნიზაციის პროცედურის ჩატარება, რადგან ამ დროს დათრგუნულია იმუნური სისტემა. იგი ასევე სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებშიც ეჭვობენ Strongyloides – ით გამოწვეულ ინვაზიის არსებობაზე, რადგან ამას შესაძლოა მოჰყვეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინისადმი მგრძნობიარე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რადგან ამ დროს მოსალოდნელია დაავადების რეაქტივაცია. ხანგრძლივი მკურნალობის დროს ასეთმა პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ქიმიო – პროფილაქტიკური მკურნალობა.
თუ კორტიკოთერაპია გრძელდება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში არსებობს კორტიკოსუპრარენალური უკმარისობის განვითარების რისკი რაც გამოიხატება აკტჰ – ს გამოყოფის დათრგუნვით და თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიით. ასეთ შემთხვევებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც სტრესულმა სიტუაციებმა
(ოპერაცია, მძიმე ტრავმა, სერიოზული ინფექცია), ან სტეროიდული მკურნალობის უეცარმა შეჩერებამ. ასეთ სიტუაციაში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის პრევენციისთვის   რეკომენდირებულია სწრაფმოქმედი კორტიკოსტეროიდის შეყვანა. თუ ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის შეჩერებას, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია იგი შეწყდეს თანდათან.

სიფრთხილის ზომები:
იმის გამო, რომ ბლოკიუმ B12 შეიცავს დიკლოფენაკს, იგი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის, გულის და ღვიძლის უკმარისობის დროს, ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ოპერაცია, რაც გამოიწვევს ინტრავასკლულარული მოცულობის შემცირებას.
დიკლოფენაკმა შესაძლებელია გამოიწვიოს გამწვავების ეპიზოდები ღვიძლის პორფირიით ან ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში.
მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ თორმეტგოჯას წყლული, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება. ასევე მკაცრი დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ ჰემოსტაზის დარღვევის მქონე პაციენტები და ისინი ვინც ღებულობს ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს.
იმის გამო, რომ ბლოკიუმ B12 შეიცავს ბეტამეთაზონს, იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება დივერტიკულიტის, ნაწლავის ანასტომოზის, პეპტიური წყლულის, წყლულოვანი კოლიტის, აბსცესის და სხვა ჩირქოვანი ინფექციების, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის და მიასთენია გრავისის დროს. პრეპარატი ასევე სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თვალის ჰერპესი, ჰიპოთიროიდიზმი ან არიან ემოციურად არასტაბილურნი, ან ფსიქიკურად გაუწონასწორებულები. ბლოკიუმ B12 ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა განხორციელდეს ჰემატოლოგიური, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება ბლოკიუმ B12 მინიმალური ეფექტური დოზა.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
ბლოკიუმ B12 და სხვა სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი გვერდითი მოვლენების განვითარებას. პაციენტები, რომლებიც იტარებენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. ბლოკიუმ B12 შესაძლოა დათრგუნოს დიურეზულების ფარმაკოლოგიური მოქმედება. ასევე შესაძლოა გაიზარდოს კალიუმის შემნახველი დიურეზულების მოქმედება.
თუ პრეპარატი ინიშნება მეტოტრექსატის მკურნალობამდე 24 საათით ადრე ან 24 საათის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს პრეპარატის პლაზმის დონე და მისი ტოქსიკურობა. ბლოკიუმ B12 და ლითიუმის მარილის ან დიგოქსინის კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მათი პლაზმის დონე, გვერდითი ეფექტების გამოვლენის გარეშე. იმის გამო, რომ ბლოკიუმ B12- ის შემადგენლობაში შედის სტეროიდი (ბეტამეთაზონი), შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები:
გაუფრთხილებელი გამოყენება: ერითრომიცინის ი. ვ, ასტემიზოლის, ბეპრიდილის, ჰალოფანტრინის, პენტამიდინის, ტერფენადინის, სულტოპრიდის, ვინკამინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კიდურების კრუჩხვა (ჰიპოკალემია, ბრადიკარდია და QT ინტერვალის გახანგრძლივება ზრდის არითმიის განვითარების რისკს).
სიფრთხილით გამოსაყენებელი პრეპარატები: კიდურების კრუნჩხვის გამომწვევ ანტიარითმიულ პრეპარატებს წარმოადგენენ ამიოდარონი, ქინიდინი და სოტალოლი. თითების კრუნჩხვა გამოწვეულია კალიუმის დონის შემცირებით.
ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატებია: ამფოტერიცინი B ი. ვ., მარყუჟოვანი დიურეზულები, თიაზიდები და საფაღარათ საშუალებები.
აცეტილსალიცილის მჟავა:
კორტიკოსტეროიდები ზრდიანი სალიცილატების სუპრესიას, შესაბამისად კორტიკოსტეროიდების მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია განვითარდეს სალიცილატების დოზის გადაჭარბების სიმპტომები. ამის გამო კორტიკოსტეროიდების მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რეკომენდირებულია სალიცილატების დოზის დარეგულირება.
ჰეპარინი და ორალური ანტიკოაგულანტები პარენტერალურად: ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პაციენტი იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.  რადგან კორტიკოსტეროიდები ზრდის ჰემორაგიების რისკს. აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია, როდესაც კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზა მიიღება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ინსულინი, მეტფორმინი, ჰიპოგლიკემიური სულფამიდები: რეკომენდირებულია, რომ გამკაცრდეს გლიკემიის დონის კონტროლი, ხოლო კორტიკოსტეროიდების მკურნალობის დროს და მისი შეჩერების შემდეგ ანტიდიაბეტური საშუალებების დოზა უნდა დარეგულირდეს.
იზონიაზიდი: კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული გამოყენებისას იზონიაზიდის პლაზმის დონე მცირდება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია კლინიკური და მიკრობიოლოგიური დაკვირვება.
ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი – ყველა აღნიშნული წამალი წარმოადგენენ ფერმენტის ინდუქტორებს, რომლებიც ამცირებენ კორტიკოიდების ეფექტურობას. შესაბამისად აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის დროს ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ, რეკომენდირებულია დარეგულირდეს კორტიკოიდების დოზა.
კუჭნაწლავის ტრაქტზე მოქმედი ადგილობრივი საშუალებები (მაგნეზია, ალუმინი, კალციუმის ოქსიდები და ჰიდროქსიდები): მცირდება კორტიკოსტეროიდების აბსორბცია. კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში პრეპარატების მიღება რეკომენდირებულია სხვადასხვა დროს
(ინტერვალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 საათს).
საყურადღებო კომბინირებული მკურნალობა:
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: კორტიკოსტეროიდები ამცირებენ მათ თერაპიულ ეფექტს.
ალფა ინტერფერონი: კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა დათრგუნონ მისი თერაპიული მოქმედება.
ატენუირებული ცოცხალი ვაქცინები: არსებობს ფატალური გენერალიზირებული დაავადების განვითარების რისკი. იგი განსაკუთებით იზრდება პაციენტებში, რომელთა იმუნიტეტი დასუსტებულია მიმდინარე დაავადების შედეგად. სასურველია ინაქტივირებული ვაქცინის გამოყენება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
თუ არ არის განსაკუთრებული ჩვენება, ბლოკიუმ B12 არ გამოიყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, რადგანაც დიკლოფენაკმა შესაძლოა დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი და გამოიწვიოს ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა. კორტიკოსტეროიდები ნაწილობრივ გადადიან დედის რძეში, რის გამოც ამ დროს არაა რეკომენდირებული მათი გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
ბლოკიუმ B12 – მა სხვადასხვა სისტემაში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა რეაქციები:
–  კუჭ ნაწლავის სისტემა: ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის შებერვა, სისხლდენა კუჭ – ნაწლავიდან, კუჭის და თორმეტგოჯას წყლული ჰემორაგიის და პერფორაციის თანხლებით ან მის გარეშე.
ცენტრალური ნერვული სისტემა: გულყრა, გაზრდილი ქალასშიდა წნევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა.
–  ღვიძლი: იშვიათად ტრანსამინაზების დონის მომატება, ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
კანი: იშვიათად ერითემა და კანის გამონაყარი. იშვიათად ურტიკარია. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა სტივენ ჯონსონის სინდრომი, მრავლობითი ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმოლიზი, ჭრილობის შენელებული შეხორცება, სისხლჩაქცევები, სახის წამოწითლება, პრეპარატის პარენტერალური გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი რეაქციები: ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია, კანის და კანქვეშა ატროფია, სტერილური აბსცესები.
–  თირკმელი: თირკმლის მწვავე უკმარისობის, ჰემატურიის და პროტეინურიის ცალკეული შემთხვევები.
–  სისხლი: ლეიკოპენიის, ჰემოლიზური ანემიის და აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები.
–   კარდიოვასკულარული სისტემა: არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა და გულის ფრიალი.
–  ელექტროლიტური დარღვევები: ნატრიუმის შეკავება, შეშუპება, კალიუმის გამოყოფა და ჰიპოკალემიური ალკალოზი.
–  ძვალკუნთოვანი სისტემა: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყის ან მხრის ძვლის თავის მოტეხილობა, გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა.
ენდოკრინული სისტემა: მენსტრუალური დარღვევები, კუშინგოიდური მდგომარეობა, ბავშვებში ზრდის შეფერხება, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება სტრესული სიტუაციების დროს, როგორიც არის ტრავმა, ოპერაცია, სისტემური დაავადებები. ნახშირწყლების მიმართ შემცირებული ტოლერანტობა და ინსულინის ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გაზრდილი მოთხოვნილება დიაბეტიან პაციენტებში.
–  გრძნობათა ორგანოები: უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გაზრდილი თვალშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფთალმი და შუილი ყურებში.
–  მეტაბოლიზმი: ნეგატიური აზოტის ბალანსი, რაც გამოწვეულია ცილების კატაბოლიზმით

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა ღებინების გამოწვევით (აღნიშნული ზომების მიღება არ შეიძლება უგონო პაციენტებში) ან კუჭის ზონდირების საშუალებით. შემდგომ საფეხურზე მიიღება გააქტივებული ნახშირი, რათა შემცირდეს პრეპარატის აბსორბცია და შეწყდეს დიკლოფენაკის ენტეროჰეპატური ცირკულაცია. ანტაციდებმა და შარდის სხვა გამატუტიანებელმა პრეპარატებმა შესაძლებელია გააძლიეროს ისეთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ექსკრეცია, როგორიც არის დიფლუნიზალი და სულინდაკი. ზოგჯერ არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰემოდიალიზის გამოყენება, რაც გააძლიერებს დიკლოფენაკის ელიმინაციას. საჭიროა დაკვირვება პაციენტის ჰემოდინამიკურ მდგომარეობაზე, ხოლო ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პლაზმის მოცულობის გამზრდელი პრეპარატების შეყვანა. გულყრის შემთხვევაში ინტრავენურად ინიშნება დიაზეპამი და სხვა ბენზოდიაზეპინები. გასათვალისწინებელია ჰემორაგიის და კუჭ – ნაწლავის წყლულის განვითარების ალბათობა. შესაბამისად, ჰიპოპროთრომბინემიის სამკურნალოდ დამატებით ინიშნება ვიტამინი K.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს უახლოეს ჰოსპიტალს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

შეფუთვა:
საიექციო: ლიოფილიზებული ფხვნილის 5 ფლაკონი და გამხსნელის 5 ამპულა.

შენახვის პირობები:
ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით

მწარმოებელი: CASASCO laboratories SAIC – Boyaca 237 – Buenos Aires Argentina

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook